ყირგიზეთში არჩევნების გასაპროტესტებლად გამოსული ხალხი სპეცრაზმმა დაშალა
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დედაქალაქ ბიშკეკში ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მედუზას ინფორმაციით, ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ადგილობრივმა მილიციამ კი დემონსტრანტები ძალის გამოყენებეით — ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა.
მედიის ცნობით, აქცია დღეს, 5 ოქტომბერს დღის საათებში დაიწყო, სადაც, დაახლოებით, 6 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მედუზა წერს, რომ საპროტესტო ტალღას მხარს 11 პარტია უჭერს, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ.
დემონსტრანტების დაშლა მილიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი მთავრობის შენობისკენ დაიძრნენ და პრეზიდენტის რეზიდენციაში, ჭიშკრის გატეხვით, ძალით შეჭრას შეეცადნენ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. საპასუხოდ, დემონსტრანტებმა ძალოვნებს ქვები დაუშინეს. შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა, მათ შორის პარტია ატა მეკენის ლიდერი, ჟანარ აკაევი, რომელიც ფეხში დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების ორ დაშავებულზე გაავრცელა ინფორმაცია. აქციის მონაწილეები ნაგვის ურნებს ცეცხლს უკიდებდნენ, ქალაქის ცენტრში რამდენიმე ავტომობილიც დაწვეს.
ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, შვიდპროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა პარტიამ გადალახა. ამავე დროს, პარტია ბირიმდიკმა და ყირგიზეთის მექენინმა თანაბარი ნახევარი ადგილი მიიღო პარლამენტში. ამ უკანასკნელს ძმებ მატრაიმოვების კლანთან აკავშირებენ, რომლებსაც ყირგიზეთში ყველაზე გავლენიან ადამიანებად თვლიან. რაც შეეხება პარტია ბირიმდიკს, მათ პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან მჭიდრო კავშირზე საუბრობენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები