გარდამტეხი ცვლილებების გეგმით ჩვენ მოვიტანთ ახალ შესაძლებლობებს — გიგი წერეთელი
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ტყიბულის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ და გიგი წერეთელმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.
დავით ბაქრაძის თქმით, იმ უიმედობას, უპერსპექტივობას, სიღარიბესა და გაჭირვებას, რომელიც ტყიბულში არის, აუცილებლად დაასრულებს 31 ოქტომბრის არჩევნები. გიგი წერეთლის თქმით, ევროპული საქართველოს გეგმა არის კონკრეტული და ყველა იმ პრობლემას ეხება, რაც აწუხებთ ადგილობრივებს. წერეთელმა აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს გეგმა აუცილებლად მოუტანს როგორც ტყიბულს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხ ცვლილებებს.
"ტყიბული არის ერთ-ერთი მაგალითი არასწორი მართვის და სოციალური უსამართლობის, როდესაც რაიონი, სადაც არსებობს უზარმაზარი ბუნებრივი სიმდიდრე, ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში და ტყიბულელებს აწუხებთ ის ყველაფერი, რაც აწუხებთ დღეს მთლიანად საქართველოს. უგზოობა, უწყლობა, უგაზობა, უმუშევრობა, სიღარიბე, გაძვირებული ფასები, ეს არის მაგალითი ქვეყნის არასწორი მართვის და ჩვენი შანსი, რომ შევცვალოთ ქვეყნის არასწორი მართვა, რომ ხალხმა იცხოვროს უკეთ, რომ რაიონებს დარჩეთ მეტი კეთილდღეობა იქიდან, რასაც გამოიმუშავებენ და ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური. ჩვენი შანსი არის 31 ოქტომბერი, რომ დამთავრდეს ეს მძიმე გაჭირვება, უმუშევრობა, უიმედობა, უპერსპექტივობა და მოვიდეს გარდამტეხი ცვლილებები.
ამის განწყობა არის როგორც ტყიბულში, ისე მთლიან საქართველოში. მთავარია, რომ ყველა ადამიანმა გაიაზროს, 31 ოქტომბერი არის მათი შანსი შეცვალონ საკუთარი ცხოვრება, შეცვალონ საკუთარი რაიონი და შეცვალონ საკუთარი ქვეყანა უკეთესობისაკენ", — განაცხადა დავით ბაქრაძემ.
"შევხვდით ტყიბულის მოსახლეობას, ვისაუბრეთ ჩვენ გეგმებსა და პროგრამაზე, როგორ ვაპირებთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანას, იმ ვითარებაში რაც დღეს არის, გადასახადების შემცირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაორმაგებით და მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგებით აუცილებლად მოვიტანთ გარდამტეხ ცვლილებებს.
ამ ქალაქში, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, ყველანაირი, შრომითი, ტურისტულიც და კულტურულიც და ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამას სჭირდება მხარდამჭერი და მოამაგე.
მე მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ, ჩემს მიმართ და ეს არის ძალიან დიდი ვალდებულება, რომელიც გამაჩნია. მე აუცილებლად ვეცდები, რომ მათი იმედები გამართლდეს", — განაცხადა გიგი წერეთელმა
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები