კავკასუს ონლაინის მეწილე კომპანია საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს
კავკასუს ონლაინის მეწილე კომპანია, Neqsol Holding სპეციალური მმართველის დანიშვნის გამო საქართველოს მთავრობას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება Neqsol Holding-ის მიერ კანონიერად შეძენილი აქტივის ექსპროპრეაციას წარმოადგენდა.
გუშინ, პირველ ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინს ერთი წლის ვადითსპეციალური მმართველი დაუნიშნა. მმართველი ოუფენ ნეტის ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძეა. მიზეზად კომისიაში იმას ასახელებენ, რომ კომპანიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღმოფხვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე კომპანიის გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება.
2019 წელს Neqsol Holding-მა შეიძინა 49%-იანი წილი კომპანია Nelgado ლიმითედში, რომელიც კავკასუს ონლაინის მშობელი კომპანიაა. სწორედ ეს გარიგება გახდა კომუნიკაციების კომისიისთვის სადავო, რის გამოც 1 ოქტომბერს კომპანია კავკასუს ონლაინში სპეციალური მმართველი დაინიშნა.
როგორც Neqsol Holding-ში აცხადებენ, მმართველის დანიშვნით საქართველოს წამყვან ინტერნეტ პროვაიდერზე დამყარდა სრული სახელმწიფო კონტროლი, რაც მიმართულია იმ ბიზნეს გარიგების შებრუნებისთვის.
"ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ დისკრიმინაციული და სელექტიური მოპრყობისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშირისო ინვესტორთა მიმართ იჩენს", — ნათქვამია Neqsol Holding-ის განცხადებაში.
ამასთანავე, კომპანია აღნიშნავს, რომ ინტერნეტ პროვაიდერზე სახელმწიფო კონტროლის დამყარება ჩრდილს აყენებს საქართველოს მთავრობის გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებას. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არის მოახლოებული.
"ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დავის მოგვარებას მოლაპარაკებათა გზით შევძლებდით. [...] შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიდგებით უმოქმედოდ, როდესაც ვხედავთ თუ როგორ უდიერად ეპყრობა საქართველოს მთავრობა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და კანონის უზენაესობას უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით", — ამბობს Neqslol-ის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, თემურ თაგიევი.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან კავკასუს ონლაინის ნებისმიერი მმართველობითი ორგანოს, მათ შორის, დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, პარტნიორთა კრების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური მმართველის წინასწარი თანხმობის გარეშე იქნება მიღებული, იქნება ბათილი.
კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, სპეციალურ მმართველს უფლება აქვს კომპანიაში დანიშნოს ან გაათავისუფლოს კავკასუს ონლაინის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. მმართველი უფლებამოსილია ასევე, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში კავკასუს ონლაინის მიერ განხორციელებული ქმედება, ან დადებული გარიგება და მისი ბათილობა მოითხოვოს, თუ აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
სპეციალური მმართველი ასევე, უფლებამოსილია კავკასუს ონლაინს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, მოახდინოს ხელფასების ცვლილება. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიის მიერ ახალი იურიდიული პირის დაფუძნება ან/და ფილიალების შექმნა, შვილობილ საწარმოებში პარტნიორის უფლებამოსილებების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური მმართველის წინასწარი წერილობითი თანხმობით და მის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სპეციალური მმართველი ვალდებულია ჩაატაროს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიის მეშვეობით კავკასუს ონლაინის ფინანსური და სამართლებრივი ანალიზი (due diligence) და დასკვნა წარუდგინოს კომუნიკაციების კომისიას. ასევე, ვალდებულია კომისიას მოთხოვნის საფუძველზე, მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინოს. სპეციალური მმართველი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის წინაშე.
17 ივლისს პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე წარიმართა.
ცვლილებებს და მის დაჩქარებულ განხილვას ოპოზიცია, კომუნიკაციების სფეროს წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებოდნენ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები