რა წესები უნდა დავიცვათ საბავშვო ბაღებში — ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები შეიმუშავა
მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებით, აჭარის გარდა, ბავშვები ბაღებს 12 ოქტომბერს დაუბრუნდებიან. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს დამატებითი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ რეკომენდაციებში საუბარია როგორც ოთახების მოწყობის, ისე აღმზრდელებისთვისა და ბავშვებისთვის სავალდებულო წესებზე.
სამინისტროს პირველი რეკომენდაციაა, რომ საბავშვო ბაღში უცხო პირები არ უნდა შევიდნენ — აღსაზრდელი ბაღის თანამშრომელმა უნდა მიიღოს.
დაწესებულებაში შესვლისთანავე ყველას გაუზომავენ ტემპერატურას. ვისაც 37°C ან 37°C-ზე მაღალი დაუფიქსირდება, მოსაცდელ სივრცეში გადაიყვანენ და 15-წუთიან შუალედში ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას კვლავ გაუზომავენ. ყოველი გამოყენების შემდეგ, სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.
თუ გადამოწმების შემდეგ ტემპერატურა კვლავ 37°C ან 37°C-ზე მაღალია:
- მასწავლებელი, აღმზრდელი, ძიძა და ადმინისტრაციის ნებისმიერი წარმომადგენელი დაწესებულებაში არ დაიშვება და ვალდებულია ოჯახის ექიმს მიმართოს;
- აღსაზრდელი უნდა მოთავსდეს წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში და დაუკავშირდნენ მის მშობელს. თუ მშობელი დროულად არ გამოცხადდება, სასწავლებელი ვალდებულია, სამედიცინო სერვისის მიღებისთვის 112-ს დაუკავშირდეს.
- საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე.
იზოლირებულ ოთახში ბავშვი მაშინაც უნდა გაიყვანონ, თუ იგი თავს შეუძლოდ იგრძნობს.
ტემპერატურის გარდა, დააკვირდებიან რესპირატორულ სიმპტომებისაც და ვისაც ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ. ექნება, მათ შენობაში არ შეუშვებენ.
ამასთან, სამინისტრო გასცემს რეკომენდაციას, რომ სკოლამდელი დაწესებულების პერსონალმა გადამზადება გაიაროს, რათა შეძლონ უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე.
ბაღში მიყვანის გრაფიკი, ინდივიდუალური ყუთები და აქტივობები
ბაღში ბავშვის მიყვანისთვის და გამოყვანისთვის გაწერილი გრაფიკი უნდა შეიქმნას. ანუ იქნება კონკრეტული დრო, როცა შეძლებთ ბავშვის ბაღში შეყვანას და გამოყვანას. ეს დრო ყველა ჯგუფისთვის სხვადასხვაა, რადგან ერთდროულად ბევრი ადამიანის თავშეყრა არ მოხდეს.
ამ გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შესახებ კი მშობელმა ან კანონიერმა მემკვიდრემ ჯგუფის ხელმძღვანელს სულ მცირე ათი წუთით ადრე უნდა შეატყობინოს, რათა ბავშვის მომზადების საკმარისი დრო იყოს. გარდა ამისა, ბავშვების გაყვანის გრაფიკი ისე უნდა შემუშავდეს, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს.
ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებების ინდივიდუალური ყუთები უნდა შეიქმნას, რათა სახელოვნებო და გასართობი საქმიანობისას ყველამ მისთვის განკუთვნილი ყუთი გამოიყენოს. სახლიდან სათამაშოების მიტანა იკრძალება. ამასთან, ხმარებიდან უნდა იქნას ამოღებული სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფექცია ვერ ხერხდება.
საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით უნდა განლაგდეს, რათა ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო საბავშვო ბაღებს მოუწოდეს, რომ ბავშვებში პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის თამაშები დანერგონ.
აქტივობებისა და თამაშები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შესაძლებელი იყოს ფიზიკური დისტანციის დაცვა. სასწავლო გარემო ისე უნდა შემუშავდეს, რომ ბავშვებს ყოველდღიურად გარეთ ყოფნისა და თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. უნდა აიკრძალოს ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას.
ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს უნდა გამოიყენონ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს. ხელები უნდა გაიმშრალონ ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით, (პირსახოცის გამოყენების შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი).
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად უნდა გამოიყენონ არა უმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები.
სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში მაგიდები და დასაჯდომები ისე უნდა განლაგდეს, რომ მათ შორის უსაფრთხო მანძილი იყოს დაცული. დღეში რამდენჯერმე კი სათამაშო და საძინებელი სივრცეები უნდა განიავდეს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ყურადღება განსაკუთრებით უნდა იყოს გამახვილებული იმაზე, რომ ჭამამდე და მას შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ ბავშვებმა ხელები დაიბანონ და გაიმშრალონ.
აღმზრდელებსა და მასწავლებლებს ევალებათ, ბავშვებს დაეხმარონ და ასწავლონ, რომ დახველებისა და დაცემინების დროს სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი მიიფარონ.
საკვების დამზადება, რეცხვა და დასუფთავება
ბავშვებისთვის საკვების მომზადებისას პერსონალმა ერთჯერადი ნიღბები, თავსაბურავები და ხელთათმანები უნდა გამოიყენოს. ყველა ის ზედაპირი, რომელიც სურსათს ეხება, გაზრდილი სიხშირით უნდა გაიწმინდოს. ცალკეული რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვასაც ეხება, რომელიც მოიცავს როგორც კონკრეტულ ტემპერატურაზე მათ გარეცხვას, ისე გაშრობას.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, უნდა გამკაცრდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის ზომები, განსაკუთრებული ყურადღება კი იმ საგნებს უნდა მიექცეს, რომელსაც ხელით ხშირად ეხებიან.
როცა ბავშვები ოთახში არ არიან, სათამაშოებსა და სივრცეებს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს და დასუფთავდეს. ამასთან, მათი ბაღიდან გაყვანის შემდეგ განიავებისთვის კარადები ღია და ცარიელი უნდა დატოვონ.
ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა სათამაშოების რეცხვის წესებიც. ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ ბავშვებს გადაეცემათ, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 37°C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე. სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით.
ბავშვების გამოცვლილი თეთრეულის იატაკზე მოგროვება ან დაბერტყვა კატეგორიულად იკრძალება. ის სპეციალურ ტომარაში უნდა მოგროვდეს. ამასთან, სამრეცხაოში ჭუჭყიანი და სუფთა თეთრეული არ უნდა გადაიკვეთოს. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ შესაძლებელია თეთრეულის შეფუთვა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშვებული რეკომენდაციები ვრცელი და დეტალურია, ახლა მთავარია ბაღებმა ამ წესების დაცვა შეძლონ, მით უმეტეს, რომ ყოველ წელს საჯარო ბაღებში გადატვირთულობის პრობლემაა და უმეტესად, ერთ ოთახში დასაშვებზე მეტი ბავშვია. გარდა ამისა, გამომდინარე აქამდე არსებული გამოცდილებიდან, მშობლების ნაწილს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება იმაში, რომ 12 ოქტომბერს ბავშვები ბაღებში დაბრუნებას შეძლებენ, თუმცა მთავრობა გვარწმუნებს, რომ ეს ასე იქნება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები