თანამშრომლებს ბაჩალიაშვილთან ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ — კომპანია ზეგ
კომპანია ზეგ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, აცხადებს, რომ თანამშრომლებს მასთან ჯანსაღი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ასე ეხმაურება კომპანია სხვადასხვა მედიით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაჩალიაშვილს სამსახურში "არაჯანსაღი ურთიერთობები" ჰქონდა.
ზეგ-ში აცხადებენ, რომ გამოძიებამ მათი თანამშრომლები არაერთხელ გამოკითხა, მათ შორის, გარდაცვლილთან პირადი ურთიერთობების თაობაზე, ასევე, პროკურატურას მიაწოდეს სრული მიმოწერა ბაჩალიაშვილთან — მისი სამსახურში მიღების დღიდან გაუჩინარებამდე.
"გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თამარის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ის ნაწილები, რომლებშიც იგი საუბრობს სამსახურში არსებულ სიტუაციაზე, არ შეესაბამება რეალობას. "არაჯანსაღი ურთიერთობები", რაზეც ზოგიერთი მედია კომპანია აპელირებს, არის მცდარი, საფუძველს სრულიად მოკლებული ბრალდება კომპანიის მიმართ. ეს და მსგავსი ბრალდებები არ ემსახურება თამარის გარდაცვალების გამოძიების საქმეს", — აცხადებენ კომპანიაში.
მათივე თქმით, კოლეგები თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდნენ, როგორც მშვიდ, გაწონასწორებულ, ხალისიან, მონდომებულ ადამიანს და მისი ნეგატიური დამოკიდებულება მათთვის დარტყმა იყო.
"მისი ნეგატიური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, რაც გამოქვეყნებულ მასალებშია ასახული, თითოეული ჩვენგანისთვის სრული მოულოდნელობა და უდიდესი დარტყმა იყო, ამან დაგვანახა თამუნას ემოციური მდგომარეობა, რომელიც სამსახურში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში მას არც ერთხელ არ გამოუვლენია. აღნიშნული მეტად სამწუხაროა, რადგან მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი, ჩვენ, თამუნას თანამშრომლები, აუცილებლად შევეცდებოდით მის დახმარებას და გვერდში დგომას", — აცხადებენ ზეგ-ში.
მათივე თქმით, 2020 წლის 18 მარტიდან კომპანია დინსტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და მას შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილი არც ერთ თანამშრომელს არ უნახავს ფიზიკურად.
ზეგ-ში ასევე აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება, თავი შეეკავებინათ მედიასთან გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ განცხადებებისგან, იყო მორალურად სწორი, თუმცა ეს არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და "გამოყენებული ამ საქმეში სხვადასხვა მიზნით ჩართული მხარეების მიერ".
ზეგ-ის განცხადებით, დღესდღეობით კომპანია ვეღარ ფუნქციონირებს, რადგან ამოღებულია სამსახურის თუ პირადი ტექნიკა და დოკუმენტაცია. მათივე ცნობით, გაიარეს ფინანსური შემოწმება და ბანკმა "მიზეზგარეშე" დაუხურა ანგარიში.
"უკვე ორი თვეა ვერ ვუხდით თანამშრომლებს ხელფასებს და გაგვიუქმდა ჩვენს მიერ მოპოვებული კონტრაქტი ამერიკელ პარტნიორებთან. ფაქტიურად 47 ადამიანი დარჩა უმუშევარი. ამ ყველაფერს ემატება ჩვენი კომპანიის მიმართ ყოვლად ამორალური "ბრალდება" ბულინგთან დაკავშირებით, რაც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ხმა აღარ ამოვიღოთ", — აცხადებენ ზეგ-ში.
პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობაზე საუბრობდა და არსებობს შესაბამისი ვიდეო ჩანაწერებიც. მათ ჩანაწერები ჟურნალისტებს აჩვენეს, თუმცა გადაღების უფლება არ მისცეს. რამდენიმე დღეში TV პირველმა ჩანაწერები პირდაპირ ეთერში გაუშვა.
23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ცხედარი უკანა სავარძელზე იყო და ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.
საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები