ბორატის მეორე ფილმს კიდევ უფრო გრძელი და სასაცილო სათაური აქვს
ბორატი ბრუნდება და თანაც კიდევ უფრო ამბიციური და სასაცილო გეგმებით.
ამაში მაშინვე დარწმუნდებით, როცა საშა ბარონ კოენის 2006 წელს გამოსული ცნობილი კომედიის სიქველის სათაურს გაიგებთ: ბორატი — პორნომაიმუნის საჩუქარი ვიცე-პრეზიდენტ მიხაელ პენსს ყაზახეთის ახლახან დასუსტებული ერის სასარგებლოდ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბორატი 2-ის გადაღებები დასრულდა, სულ ახლახანს კი მისი სახელწოდებაც გასაჯაროვდა: უკვე ფილმის სატესტო ჩვენებები მოეწყო.
კინოსაიტ Collider-ის ცნობით, პირველი ფილმის წარმატების გამო ფილმის მთავარი გმირი ბორატი მეორე ნაწილში ამერიკელ მოქალაქეებს ღიად ვეღარ გაესაუბრება, ამიტომ ცდილობს თავისი ვინაობა დაფაროს.
აგვისტოში ფილმის გადაღებებიდან, რომელიც ლოს-ანჯელესში მიმდინარეობდა, რამდენიმეწამიანი ვიდეოც გავრცელდა:
საშა ბარონ კოენი ამ ცნობილ კომედიაში, რომლის გრძელი სახელწოდებაც ასეთია: ბორატი — ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, პირველად 2006 წელს გამოჩნდა და მალევე დიდი წარმატება მოიპოვა. ფილმი მომგებიანი აღმოჩნდა კინოგაქირავებაშიც: $18-მილიონიანი ბიუჯეტით $262 მილიონის შემოსავლებს მიაღწია.
პირველი ფილმი გამოგონილი ყაზახი ჟურნალისტის, ბორატ საგდიევის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც აშშ-ში მოგზაურობს და ადგილობრივებთან ინტერვიუების საშუალებით დოკუმენტურ ფილმს იღებს.
Film Stage-ის ინფორმაციით, მეორე ნაწილში აქცენტი კორონავირუსის პანდემიაზე იქნება, ამავდროულად კი დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის მეგობრობასაც შეეხება. ეს უკანასკნელი ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი იყო, რომელიც ათეულობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ძალადობისა და სექს-ტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ფილმის პრემიერა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშა ბარონ კოენი თავისი პერსონაჟის ამპლუის გარეთაც ხშირად გვანებივრებს როგორც კრიტიკული შეფასებებით, ისე კომიკური ქმედებებით, წინ ნამდვილად დაუვიწყარი სანახაობა გველოდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები