დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა. დღეს ეს უკვე მეოთხე გარდაცვლილი ადამიანია.

პაციენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არაა.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

წნორის მოხუცთა თავშესაფარში 79 წლის ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც On.ge-ს თავშესაფარში უთხრეს, შემთხევვათა მატების გამო, თავშეასფარში 1 კვირით ადრე კარანტინი ჰქონდათ გამოცხადებული.

მათივე თქმით, ბენეფიციარს კორონავირუსი გეგმიური შემოწმებისას დაუდგინდა და წყარო უცნობია.