მეუფე ნიკოლოზმა მთავარი არხის ჟურნალიტს ტაძარი დაატოვებინა, სასულიერო პირები მას ხელით შეეხნენ, მრევლი კი დაემუქრა
მარტვილის საკათედრო ტაძარში საეკლესიო მსახურების დროს რამდენიმე სასულიერო პირმა და მეუფე ნიკოლოზმა მთავარი არხის ჟურნალისტს ტაძრის დატოვება მოსთხოვეს. ისინი ამტკიებდნენ, რომ ჟურნალისტი ღვთისმსახურებას ხელს უშლიდა. სანამ სასულიერო პირები ამას იმეორებდნენ, მრევლის ერთ-ერთი წევრი გადამღებ ჯგუფს აპარატურის დამტვრევით დაემუქრა.
როგორც მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, კამათი დაიწყო იმით, რომ ერთ-ერთი სასულიერო პირი ჟურნალისტს რამდენჯერმე ხელით შეეეხო და უთხრა: "გადი აქედან". მათ საუბარში ჩაერთო მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტი ხელს უშლიდა ღვთისმსახურებას და გარეთ უნდა გასულიყო, უარის შემდეგ კი თქვა, რომ მომხდარს თავადაც გადაიღებდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მეუფის ჩარევის შემდეგ, ჟურნალისტებს მუქარით მიმართა მრევლის ერთ-ერთმა წევრმა, სასულიერო პირებს კი ამაზე რეაგირება არ ჰქონდათ და ამ დროს შენიშვნა ისევ ჟურნალისტს მისცეს და მოუწოდეს ტაძარი დაეტოვებინა. როგორც მეუფის, ასევე, მრევლის მხრიდან, გაჟღერდა ხმამაღალი მოწოდებები ტაძრის დატოვების შესახებ.
ტელეკომპანიას გავრცელებული აქვს ტაძრის გარეთ გადაღებული ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ ჟურნალისტები ცდილობენ კითხვები დაუსვან მეუფეებს საარჩევნო პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით, ამ დროს კი სასულიერო პირები მათ გზას უღობავდნენ და ხელს კრავდნენ ან სხვა პირებთან ერთად, ხელით ცდილობდნენ მათ დაკავებას.
მოგვიანებით მეუფემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც მთავარი არხის ჟურნალისტი მასთან მარტო მივიდა და კითხვების დასმა ისევ სცადა, რა დროსაც ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მისი ოპერატორი უკვე გაგზავნა და საუბარი აღარ უნდოდა, შემდეგ კი დაამატა: "ახლა გამოვიძახებ ჩემს მძღოლს, შეიძლება გთხოვოთ, ჩემი მძღოლი მოვიდეს? იმიტომ, რომ თავდასხმას აქვს ადგილი. ახლა პოლიციას გამოვიძახებ, ოღონდ მართლა, რა".
ამ დროს მეუფემ კამერა შემოატრიალა და გადაღება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. ჟურნალისტმა მას დახმარება შესთავაზა, ნიკოლოზმა უარი უთხრა და გადაღება დაიწყო. ვიდეოში ის ამტკიცებდა, რომ ადგილი აქვს თავდასხმას და ჟურნალისტი მას "ჩაუსაფრდა". თან გადაღებისას მეუფე ჟურნალისტს სთხოვდა, კადრში გამოჩენილიყო, რის შემდეგაც განაცხადა: "ეს არის ნამდვილი ძალადობა ადამიანზე".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირები, ისევე, როგორც მრევლი აგრესიულად არის განწყობილი ჟურნალისტების მიმართ. ნახეთ ვიდეო, რომელსაც ტელეკომპანია ავრცელებს:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები