სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნოდ უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და პირადი ცხოვრების გამოყენებით ადამიანების დაშინებაც ხდება.

"სახალხო დამცველი წინასაარჩევნო გარემოს აკვირდება და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. სამწუხაროდ, უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება", — განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.