დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან 25-ე ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია StopCov-ზე განახლდა.

ამ ეტაპზე უცნობია, სად მკურნალობდა გარდაცვლილი და ჰქონდა თუ არა მას თანმდევი დაავადებები.

ბოლო სამ დღეში ეს კორონავირუსით ადამიანის გარდაცვალების მე-5 შემთხვევაა.

განახლება:

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 76 წლის კაცი ცხელების ცენტრში 22 სექტემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების დიაგნოზით შეიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად.
პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა.

კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა კოვიდ-19", — აცხადებენ სამინისტროში

23 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 4 140 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 643 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: