ირაკლი კობახიძე: ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა
"ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს", — ამის შესახებ ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ფარმაცევტულ სექტორშიც ფასები ძალიან მაღალია და იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა
"ჩვენ გავაანალიზეთ ვითარება. მადლობა ამისათვის ეკონომიკის მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროს. დეტალურად გაკეთდა ანალიზი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს ფასების ზრდას. შედეგი არის ის, რომ ფასნამატი არის ძალიან მაღალი. საქართველოს საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი შეადგენს 86 პროცენტს და დახლამდეც ვერ ვიტყოდით, რადგან აქ არ შედის არც იმპორტის და არც დღგ-ს გადასახადი. ამის გარეშე, არის ფასნამატი 86 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი. ამაში არ შედის ასევე საზღვრამდე ფასნამატი. მთლიანობაში რომ დავაჯამოთ, არის საკმაოდ მაღალი ფასნამატი, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პროდუქტებზე ფასების გაძვირებას. ჩვენ ასევე შესწავლილი გვაქვს, თუ როგორია ფასნამატი თავად ევროპის ქვეყნებში, საბითუმო ფასსა და საცალო ფასს შორის, ეს მერყეობს დაახლოებით 30-დან 40 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, ყველაფერი რომ გავაანალიზეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია, ქართული ფასები მიუახლოვდეს მაქსიმალურად ევროპულ ფასებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შესაძლებელი. დანარჩენი არის დამატებითი შესწავლის საგანი.
ჩვენ უნდა დავიწყოთ პროცესი, რაც ძალიან რთული იქნება, მაგრამ გვინდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად წარიმართოს ეს ყველაფერი. დაგვჭირდება კონსულტაციები სადისტრიბუციო კომპანიებთან და ასევე სუპერმაკეტების ქსელების წარმომადგენლებთან. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტმა უკვე დაადასტურა მზაობა, რომ შექმნას საპარლამენტო კომისია ამისათვის და სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ შექმნან შესაბამისი პროცესი უშუალოდ სამართალდამცავ სტრუქტურებში. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა უნდა მოგცეს შედეგი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ფასების დაწევა პროცესის საფუძველზე არის შესაძლებელი. იგივე ეხება, მათ შორის ალბათ ფარმაცევტულ სექტორსაც. აქაც ფასები ძალიან მაღალია და ვფიქრობთ, რომ იქაც შეიძლება ცვლილების მიღწევა. ეს არის საზოგადოების ინტერესებში. მთავარია, ჩვენ ზუსტად დავადგინოთ, სად იმატებს ფასი ჭარბად და სად არის შესაძლებელი ფასნამატის შემცირება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე, ასეთი კანონმდებლობის შემოღებაზე და სხვა ზომებზე, რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში უზრუნველყოს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების უკეთ დაცვა", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები