დავით ფურცხვანიძე მოითხოვს, სატელიტის კადრზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხონ
დავით ფურცხვანიძე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს სატელიტის ფოტოები მიაწოდა, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას ითხოვს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც საგამოძიებო უწყება დატოვა, სადაც გამოსაკითხად იყო დაბარებული.
"იმიტომ, რომ არის ძალიან ოფიციალური მიდგომა, არის ჩხრეკა, არის ამოღება და მინდა, რომ მაქსიმალურად იყოს ყველაფერი სამართლებრივად დაცული", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ფურცხვანიძემ დღეს დაადასტურა, რომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტის ფოტოები თავად მიაწოდა. მისი თქმით, ის ანალიტიკური სააგენტოს ხელმძღვანელია და ფოტოები შემთხვევით არ ჩავარდნია ხელში. როგორც ის აღნიშნავს, ეს იყო კონკრეტული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც თავად ატარებს, თუმცა არა ბაჩალიაშვილის საქმეზე — "უფრო დიდ საქმეზე, რომელიც დიდ ფინანსური მაქინაციებს უკავშირდება".
ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ფოტოები ყალბია, დასაბუთება სჭირდება. ფურცხვანიძის თქმით, პროკურატურა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურა, უნდა იყოს მზად, რომ როგორმე მოიპოვოს სატელიტური ფოტოები.
"სულ მცირე, ეს არის არაკორექტული ფორმულირება, რომ გაყალბებულია, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის. მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვიკვლევთ — ფოტოების ხარისხსა და წარმომავლობის ნამდვილობას, თუ იყო თუ არა მანქანა იქ. თუ აქ პრიორიტეტებს დავალაგებთ, ყველაფერი ცხადი გახდება", — განაცხადა მან.
პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება ექნებათ. როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.
"ვინაიდან სახეზეა გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება", — აცხადებენ უწყებაში.
როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, ამ ეტაპზე ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე საუბარი არაა და იგეგმება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
8 სექტემბერს რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტის კადრებით დგინდება, რომ 19-20 ივლისს ბაჩალიაშვილის მანქანა ავტობანთან ახლოს, მინდორზე, ანუ იქ, სადაც იგი იპოვეს, არ იდგა.
ვინ არის დავით ფურცხვანიძე
მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები