ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული — TI
ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების ნახევარზე მეტი — 30-დან 19, სამეწარმეო საქმიანობაშია ჩართული. ეს 19 კანდიდატი, მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმით, 186 კომპანიასთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ავრცელებს. ორგანიზაციამ მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებზე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა.
TI-ს ინფორმაციით, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 14 პირადად იყო 2012-20 წლებში ქართული ოცნების შემომწირველი. მთლიანობაში მათ პარტიას 740 826 ლარი შესწირეს. ესენი არიან:
- ბექა ოდიშარია;
- გიორგი ვოლსკი;
- ლევან კობიაშვილი;
- გოგი მეშველიანი;
- ზაალ დუგლაძე;
- სამველ მანუკიანი;
- გოჩა ენუქიძე;
- პაატა კვიჟინაძე;
- ბეჟან წაქაძე;
- გივი ჭიჭინაძე;
- ზაზა ლომინაძე;
- ირაკლი ხახუბია;
- ირაკლი ჩიქოვანი და ანზორ ბოლქვაძე.
ორგანიზაციის მონიტორინგის მიხედვით, მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული მაჟორიტარობის კანდიდატთა ბიზნესპარტნიორებიც არიან. მთლიანობაში, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, მათმა ოჯახის წევრებმა და ბიზნესპარტნიორებმა 2012-2020 წლებში ქართულ ოცნებას 3 702 826 ლარი შესწირეს.
მაჟორიტარ კანდიდატთა შორის ყველაზე მსხვილი შემომწირველები (ოჯახისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) არიან:
- გოჩა ენუქიძე — 1 254 000 ₾;
- ზაალ დუგლაძე — 990 000 ₾;
- ირაკლი ხახუბია — 458 000 ₾;
- დავით სონღულაშვილი — 340 000 ₾;
- ბეჟან წაქაძე — 320 000 ₾.
სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ მაჟორიტარობის 8 კანდიდატთან ამჟამად დაკავშირებულ კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის ისტორია აქვთ. მთლიანობაში, 2012-2020 წლებში, ტენდერებითა და გამარტივებული შესყიდვების გზით ამ კომპანიებს მიღებული აქვთ 4 364109 ლარი (ტენდერი – 623 450 ₾; გამარტივებული შესყიდვა – 3 740 659 ₾).
მაჟორიტარობის 6 კანდიდატს (დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ზაალ დუგლაძე, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე და ირაკლი ხახუბია) სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული: 2013-2020 წლებში მათ ან მათმა კომპანიებმა 758 300 ლარად შეისყიდეს სახელმწიფო უძრავი ქონება და 2 210 000 ლარად – სახელმწიფო საწარმოებს წილები. ორი კანდიდატის შემთხვევაში (დავით სონღულაშვილი და ირაკლი ხახუბია), მათთან დაკავშირებულ კომპანიას სახელმწიფო დაფინანსება აქვს მიღებული პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში — მთლიანი ინვესტიცია შეადგენს 12 646 900 ლარს.
კვლევის თანახმად, მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 6 სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა და პოლიტიკური შემოწირულობა არ განუხორციელებია. ესენი არიან:
- სოზარ სუბარი;
- ნოდარ ტურძელაძე;
- დავით სერგეენკო;
- შალვა კერესელიძე;
- ზაურ დარგალი;
- ნინო ლაცაბიძე.
ამასთან, TI-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების მაჟორიტარობის 6-მა კანდიდატმა 2012 წელს მაშინდელ მმართველ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შესწირა თანხა. ესენი არიან:
- ბექა ოდიშარია;
- დავით სონღულაშვილი;
- გოჩა ენუქიძე;
- ზაალ დუგლაძე;
- ირაკლი ხახუბია;
- ანზორ ბოლქვაძე.
დოკუმენტში, აგრეთვე, აღნიშნულია, რომ 30 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიდან 17 მოქმედი ან ყოფილი თანამდებობის პირია, რომლებსაც 2019-20 წლებში ქონებრივი დეკლარაცია აქვთ შევსებული. მათ მიერ შევსებულ ბოლო დეკლარაციებში შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:
მაჟორიტარი დეპუტატობის ხუთ კანდიდატს არასრულად ან საერთოდ არ აქვს დეკლარირებული, მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები: დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ანზორ ბოლქვაძე, ირაკლი ხახუბია და რესან კონცელიძე.
ექვს შემთხვევაში, თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია. გარდა იმისა, რომ ეს კანონდარღვევაა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ამ თანამდებობის პირებმა ფორმალურადაც არ თქვეს უარი მათი წილების მართვაზე. ესენი არიან:
- ლევან კობიაშვილი;
- დავით სონღულაშვილი;
- სამველ მანუკიანი;
- ირაკლი ხახუბია;
- გოჩა ენუქიძე და ირაკლი ქადაგიშვილი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.
ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებს — მათ სამეწარმეო საქმიანობასა და პოლიტიკურ შემოწირულობებს სწავლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მომავალში კვლევა სხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შესახებაც გამოქვეყნდება.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები