ირაკლი ოქრუაშვილი არ გამორიცხავს, ისანში გიორგი ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს
პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ ისანში მაჟორიტარის წარდგენას არ გამორიცხავს. თავად ოქრუაშვილი საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატია.
"აუცილებლად წარვადგენთ მაჟორიტარებს ქართლის ორივე რეგიონში, გურიაში, აჭარაში თავისთავად და არ გამოვრიცხავ, რომ, ასევე, ისანში. ისანში, სადაც, მე ვთვლი, რომ გიორგი ვაშაძის მხრიდან ჩემთან მიმართებაში იყო დარღვეული შეთანხმება და თან, მითუმეტეს, ამაზე გარკვეული კონსულტაციები მქონდა და სრული თავისუფლება მაქვს მიღებული სხვა მონაწილეებისგან იმ მაგიდისა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ოფისში იყო და შეიძლება ჩვენ წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი ისნის საარჩევნო ოლქში", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილი ამ გადაწყვეტილების მიზეზად კონკურენციასა და კოალიციური მმართველობის დროს პარლამენტში როლის გაზრდას ასახელებს.
"პრაგმატული მიზენებიდან გამომდინარე. ყველა ცდილობს მის ყულაბაში გაცილებით მეტი ხმა მოიზიდოს და სწორია ეს. კონკურენციაა, ჩვენ კონკურენტები ვართ, გარდა იმისა, რომ ვთანხმდებით რაღაც მიზნებზე. [ყველა ცდილობს] თავის ყულაბაში მოიზიდოს, რაც შეიძლება მეტი ხმა, რომ შემდეგ მისი როლი პარლამენტში უკვე, როდესაც კოალიციურ მმართველობაზე მიდგება საქმე, გახდეს წონადი არამარტო ძალიან პრიმიტიული მიდგომით, არამედ მთავარი რამით", — განაცხადა გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა.
19 ივნისს ისნის ოლქში გაერთიანებულმა ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ვაშაძე წარადგინა, 27 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკურ პარტიათა კოალიცია, ძალა ერთობაშია დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა, სტრატეგია აღმაშენებელი წარადგინეს.
18 აგვისტოს გაერთიანებულმა ოპოზიციამ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიატად ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა, რაზეც ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ მისი წარდგენა ოპოზიციის შეთავაზება იყო. მისივე თქმით, არჩევნებში მისი მთავარი კონნკურენტი ბიძინა ივანიშვილია. ოქრუაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ იყო სხვადასხვა შემოთავაზება, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება, ყველაზე რთულ ადგილას წასულიყო.
26 აგვისტოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა, რაზეც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კვლავ გატეხა სიტყვა.
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები