მორიგი ბოდიში და დაპირებები — რაზე ისაუბრა და რაზე არა სააკაშვილმა წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში
ფოტო: კადრი ვიდეოდა/ მთავარი
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი წინასაარჩევნო ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც დაპირებებიც გააჯღერა. ტრადიციულად, სააკაშვილმა საქართველოს მონატრებაზე ისაუბრა და დაპირდა ამომრჩეველს ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებას, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გამოსწორებას და მდიდარი ქვეყნის შექმნას დაპირდა.
ამავე ვიდეომიმართვაში, მან ისევ მოუბოდიშა საზოგადოებას წარსულში დაშვებული შეცდომების გამო და განაცხადა, რომ "გამოსასწორებლად" შანსი სჭირდება. რაც შეეხება გამოსწორების გზას, ის სამომავლოდ სასამართლო სისტემის ხელისუფლებისგან დაცვისა და საგამოძიებო უწყებების სახელისუფლებო კონტროლისგან ჩამოშორების პირობას დებს.
ის ამტკიცებს, რომ პრემიერობა მხოლოდ 2 წლით სურს და ეს საკმარისი იქნება "ქვეყნის ჭაობიდან ამოასთრევად". მისი თქმით, ამ პერიოდში შეცვლის საგამოძიებო და სასჯელაღსრულების სისტემას. კერძოდ, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში და მისი პრემიერობის დროს, პოლიციის უფროსებს სამოქალაქო კონსენსუსით აირჩევენ, რომელსაც პარლამენტში ოპოზიციის ხმების მინიმუმ 1/3 დასჭირდება. მისივე გეგმებით, სასჯელაღსრულების სისტემა უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს და ხელმძღვანელიც იმავე პრინციპით უნდა შეირჩეს, როგორც პოლიციის უფროსი.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ თავად უსამართლო სასამართლო გამოსცადა, ამიტომ სურს ეს სისტემაც შეცვალოს. ამავდროულად, ის აღიარებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში მისი ხელისუფლების დროსაც ერეოდნენ, რაც ცუდია.
სააკაშვილი ამომრჩეველს პირდება იმასაც, რომ მოსმენების ინსტიტუტის ბერკეტის გამოყენება მხოლოდ სასამართლოს ექნება, რასაც სახალხო დამცველი გააკონტრლებს. მისივე მტკიცებით, სუსი საერთოდ გაუქმდება და დარჩება მხოლოდ კონტრდაზვერვა, რომელიც არ შეეხება შიდა პოლიტიკას.
სააკაშვილმა საკუთარი რეფორმირების გეგმა წარადგინა ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის პრევენციის კუთხითაც და თქვა, რომ ამას საგადასახადო მუხლის დეკრიმინალიზება სჭირდება. მისი თქმით, ასე ბიზნესში ჩარევის ინსტრუმენტები აღარ ექნება სამართალდამცავ სისტემას.
ვიდეომიმართვაში სააკაშვილმა განაცხადა ისიც, რომ გეგმავს ისეთ დროს ჩამოვიდეს, როცა არეულობას არ გამოწივევს. როდის იქნება ასეთი დრო მას არ დაუკონკრეტებია. პრემიერობის კანდიდატს არც იმაზე უსაუბრია, შექმნის თუ არა კოალიციას სხვა პარტიებთან ან დაუჭერს თუ არა სხვა კანდიდატებს მხარს.
გაიგეთ მეტი:
- არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას — სააკაშვილი
- სააკაშვილი ამტკიცებს, რომ პრემიერმინისტრობას მხოლოდ 2 წლით გეგმავს
- ჩვენ ვიყავით ზედმეტად ხისტი და ზოგჯერ უსამართლოც — მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება არაერთხელ დააანონსა. მათ შორის, ექსპრეზიდენტი აქტურად პირდებოდა მოსახლეობას დაბრუნებას წინასაარჩევნო პერიოდებში, თუმცა ამ დრომდე არ ჩამოსულა. მის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენია გამოტანილი და ის დამნაშავედაა ცნობილი.
წინასაარჩევნო პერიოდში მორიგი დაპირების გაჟღერების შემდეგ, მმართველ გუნდში, ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ციხე ელის.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები