ბრაუნის ნაძვის ხეები - მარტივი საახალწლო რეცეპტი
საახალწლო სუფრა ჩვენთვის საცივსა და გოზინაყს უკავშირდება, მაგრამ თუ გინდათ რამე განსხვავებული სცადოთ, სწორ ადგილას მოხვდით. საახალწლოდ ბრაუნის ნაძვის ხეები დიდებსა და პატარებს ერთნაირად გაახარებს. თუ ოჯახის წევრებს მომზადების პროცესშიც ჩართავთ, კიდევ უფრო გემრიელ შედეგს მიიღებთ.
ყველაფერი ბრაუნის გამოცხობიდან იწყება. დაგჭირდებათ კვადრატული საცხობი ფორმა, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ ცხიმს.
- 2 ფილა შავი შოკოლადი
- 4 ცალი კვერცხი
- 125 გრ. კარაქი
- 4 სუფრის კოვზი შაქარი
- 4 სუფრის კოვზი ფქვილი
მომზადების წესი:
შოკოლადი კუბიკებად დატეხეთ და ჯამში ჩაყარეთ; დაამატეთ კარაქი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში ან დაადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე; სანამ შოკოლადი და კარაქი გადნება, ცალკე ჯამში კარგად ათქვიფეთ 2 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის გული; თქვეფის პარალელურად ჯამში ჩაამატეთ ჯერ შაქარი და შემდეგ ფქვილი. ამის შემდეგ დაამატოთ გამდნარი შოკოლადისა და კარაქის ნაზავი და კიდევ ათქვიფეთ. მზა მასა ჩაასხით ფორმებში და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ჰაერღუმელში 10 წუთით.
ბრაუნი გაცივდა და ჯერჯერობით არ შემოგეჭამათ. ეს უკვე წარმატებაა. ახლა სამკუთხედებად უნდა დაჭრათ მთელი ნამცხვარი. შეგიძლიათ ვიზუალიზაციისთვის ჩინური ან კანაპეს ჩხირებიც გამოიყენოთ.
დასაჭრელად მოზრდილი დანა დაგჭირდებათ, შეიძლება თავიდანვე იდეალური სამკუთხედები არ გამოვიდეს, მაგრამ შესწორება შეიძლება. დანარჩენი შეჭმას ექვემდებარება.
ახლა გადავიდეთ გლაზურზე ანუ მინანქარზე, რომელიც დეკორაციისთვის უნდა გამოიყენოთ. მომზადების სტანდარტული რეცეპტი აქ შეგიძლიათ იხილოთ.
მწვანე შეფერილობის მისაცემად საჭმელი საღებავი დაგჭირდებათ, 40-50 წვეთი. იქამდე შეურიეთ, სანამ ფერით კმაყოფილი არ იქნებით.
მიღებული მასა უნდა გადაიტანოთ ცელოფანში, რომელიც მჭიდროდ იხურება და ნახევარი საათით მაცივარში მოათავსოთ.
მოაჭერით ერთი კუთხე "სათავსოს" და გამოიყენეთ მოსართავად.
ახლა დაგჭირდებათ ტორტისა და ნამცხვრის მოსართავი პატარა შაქრის ფორმები. არ დაინანოთ, უხვად დააყარეთ. თუ ვარსკვლავის ფორმებს შეარჩევთ, კიდევ უფრო კარგი იქნება.
ეს ბოლო შტრიხი აუცილებელი არაა, მაგრამ კიდევ უფრო ალამაზებს ამ გემრიელობას. კანფეტის ჩხირები დაჭერით ნაწილებად და ნაძვის ხეს ღერო გაუკეთეთ.
სულ ესაა. გემრიელად მიირთვით!
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები