პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი პაკეტი დამატებით 6 თვით პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს. ამის შესახებ მან ჩაქვში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

გახარიამ თქვა, რომ დახმარების პაკეტი შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მილიონამდე. როგორც იგი ამბობს, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საოჯახო სასტუმრო აქვს და ოთახებს აქირავებდნენ, ინდივიდუალური მიდგომა იქნება.

"ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგიებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური", — განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, სახელმწიფო წარმატებით ებრძოლოს პანდემიას და პარალელურად არ ზრუნავდეს ეკონომიკაზე.