ავსტრალიაში კატა, რომელიც მთელი წელი საავადმყოფოს სტუმრობდა, დაცვად აიყვანეს
განურჩევლად იმისა, თუ რამდენად მოსაწყენი ან დამღლელია თქვენი სამუშაო, უნდა აღიაროთ — თანამშრომლები სამუშაო გარემოს ბევრად უკეთესს ხდიან. სამსახურში ყოველთვის არის ხოლმე ის ერთი ადამიანი, რომელთანაც მეგობრობთ და ხუმრობთ იმ გარემოში, რომელიც, სხვა მხრივ, საკმაოდ სერიოზული და საქმიანია.
და რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ასეთი თანამშრომლის ყოლა კიდევ უფრო სახალისოა, როცა ის ადამიანი კი არა, კატაა? დიახ, სწორად გაიგეთ: ავსტრალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში სამსახურში კატა აიყვანეს.
წარმოგიდგენთ ელვუდს — ფისოს, რომელიც ეპვორთის საავადმყოფოს მიწებზე წესრიგის სადარაჯოზე დგას.
ელვუდი, წითურ-თეთრი ზოლიანი კატა, მელბურნის ეპვორთის საავადმყოფოს შესასვლელთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე მოდიოდა. ის მთელი დღე ხან შესასვლელს "იცავს" და ამოწმებს, ვინმეს დამატებითი ყურადღება ხომ არ სჭირდება, ხან კი, უბრალოდ, ბუჩქების მახლობლად მზეს ეფიცხება. მოკლედ, როგორც ფისოებს სჩვევიათ ხოლმე.
ერთ დღეს, როდესაც ჩანტელ ტროლიპი — საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი — სამსახურში მოდიოდა, მან შენიშნა, რომ ელვუდს ყელზე რაღაც ეკეთა. ახლოდან შესწავლის შემდეგ მან დაინახა, რომ, როგორც ჩანს, ვიღაცამ კატა სამსახურში აიყვანა და ეპვორთის დაცვის გუნდში გააწევრიანა.
"მასზე ID ბეჯი პირველად ივნისში შევნიშნე. იმ დღეს მოულოდნელი არითმიული სიკვდილის სინდრომის შემთხვევა მქონდა, მაგრამ მისი ბეჯის ხილვამ ხასიათი მთლიანად გამომისწორა! სულ პირველად როცა ვნახე, ყელზე არაფერი ჰქონდა, ამიტომ მიუსაფარი კატა მეგონა, მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ საყელო გაუკეთა, ბოლოს კი თავისი ID ბეჯით დამხვდა, რომელიც ჩვენი ნამდვილი სამუშაო ბეჯების იდენტურია, მეორე მხარეს საკონტაქტო კოდებიც კი აქვს", — თვა ტროლიპმა.
როგორც ჩანს, საჯარო წესრიგისადმი ელვუდის ასეთი მწვავე ინტერესი უყურადღებოდ არ დარჩა და ის დაცვის სამსახურში აიყვანეს. გილოცავთ, ელვუდ! თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფისოს ყოველდღიური რუტინა დიდად არ შეცვლილა და ის ძველებურად ისევ ორი რამითაა დაკავებული — დარაჯობს კარს და ეფიცხება მზეს.
"საყვარელი და მეგობრული ფისოა, თუმცა ზედმეტად მოსიყვარულე არ არის. მოფერება უყვარს, მაგრამ ხანმოკლედ — მალევე იწყებს ხოლმე მოძრაობას. ნუ, ბოლოს და ბოლოს, დაცვად მუშაობს და ყველა შემსვლელ-გამომსვლელი უნდა შეამოწმოს", — თქვა ტროლიპმა.
თავიდან არავინ იცოდა, საიდან მოვიდა ელვუდი, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ის გზის მეორე მხარეს ნამდვილ ოჯახთან და ტყუპისცალ ძმა ჯეიკთან ერთად ცხოვრობს. გზის ამ მხარეს ის, უბრალოდ, სამსახურში გამოსაცხადებლად გადმოდის.
"საავადმყოფოში შესვლა არასდროს უცდია, თუმცა, მგონი, ისედაც ზედმეტად პატარაა იმისთვის, რომ ავტომატური კარის სენსორი გაააქტიუროს და გააღოს", — დაამატა ტროლიპმა.
როცა ტროლიპს ჰკითხეს, უკვე რამდენი კრიმინალური აქტივობა შენიშნა ელვუდმა, მან თქვა:
"მგონი, ნებისმიერ პოტენციურ კრიმინალს მისი სისაყვარლის დანახვისას გეგმები წყალში ეყრება. 'მიაუს' ისე თბილად ამბობს, რომ ყველა, ვისაც ცუდი განზრახვა აქვს, მაშინვე შეიცვლის განწყობას. ჰოდა, ალბათ, ეს საქმის შესრულების მისებური გზაა".
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები