იმედის ეთერში სტარტს აიღებს ლოტო 6/42-ის პირველი გათამაშება

25 აგვისტოდან, 8 საათიანი ქრონიკის დასრულებისთანავე, იმედის ეთერში სტარტს აიღებს ლოტო 6/42-ის პირველი გათამაშება — 700 000 ლარზე მეტი ჯეკპოტით.
"ყველასთვის საყვარელი წამყვანი დუტა სხირტლაძე, პირველად დააჭერს დოლურის ღილაკს ხელს და პირველად გამოავლენს ლოტოს მოგებულებს იმედის ეთერში. მოგვიანებით, მას თანაწამყვანი ეკა ამირეჯიბიც შეუერთდება", — აცხადებენ კომპანიაში.
ლოტო 6/42-ის გათამაშება იმედზეც ტრადიციულ დღეებში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გაიმართება.
უცვლელი რჩება ტირაჟიანი ლოტო 6/42-ის წესები. ბილეთების შეძენა კი, ასევე, ტრადიციულად, შესაძლებელია კომპანიის სერვის-ცენტრებში, საქართველოს ფოსტის ჯიხურებსა და ონლაინ კომპანიის საიტზე - www.lotto.ge -ზე.
ასევე, უცვლელია ბილეთების ღირებულებაც: ლოტო 6/42-ის ბილეთის ფასი 2 ლარია.
"მოგების იმედით შევხვდებით იმედზე", — აცხადებენ კომპანიაში.
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები