ცერცვაძე მორიგ განცხადებაში ტიკარაძის უწყებას სიცრუესა და "თავის მართლების უსუსურ მცდელობაში" ადანაშაულებს
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრს სიცრუესა და "თავის მართლების მორიგ უსუსურ მცდელობაში" ადანაშაულებს. ამავდროულად, ცერცვაძე მიმართავს მმართველი გუნდის დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს, თავი შეიკავოს საყვედურებისგან და "თუ ძალიან უნდა კრიტიკა და საყვედურები მიმართოს მათკენ, ვინც რეალურად არის პასუხისმგებელი შექმნილ სიტუაციაზე".
განცხადება წარწერით — სიმართლე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში არსებული სიტუაციის შესახებ ცენტრის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. ცერცვაძის თქმით, სამინისტროს განცხადება, თითქოს ცენტრს თებერვალში ჰქონდა მიღებული ნებართვა გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის დივიდენდების გამოყენების შესახებ, სიცრუეა.
"კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ასეთი ნებართვა ეკონომიკის სამინისტროსგან ცენტრმა მიიღო მხოლოდ ა.წ. 21 აგვისტოს, უკვე პაციენტების მიღების შეჩერების შემდეგ და მანამდე არც ეკონომიკის, არც ჯანდაცვის სამინისტროებიდან და არც ნებისმიერი სხვა სამთავრობო სტრუქტურიდან არავითარი, ვიმეორებ, არავითარი ნებართვა დივიდენდის გამოყენების უფლებაზე არ გვქონია. თორემ, ეს რომ გვქონოდა, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშოებს ხომ ჩავატარებდით", — აცხადებს ცერცვაძე.
ასევე, ის განმარტავს, რომ წერილი, რომელიც სამინისტრომ მედიას მიაწოდა და 2020 წლის 12 თებერვლითაა დათარიღებული, უწყებამ არა მათ, არამედ ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს გაუგზავნა.
"ის იყო პასუხი არა ჩვენი ცენტრის, არამედ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 14 ნოემბრის N15/66189 წერილზე. ეს მიმოწერა ჩვენთვის ცნობილიც კი არ ყოფილა და რომც ყოფილიყო, ის დივიდენდის გამოყენების ნებართვად ვერაფრით ვერ გამოდგებოდა, რადგან ასეთი ნებართვის გაცემა მხოლოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს შეუძლიათ", — განმარტავს ის.
მისივე თქმით, სიცრუეა განცხადება იმის შესახებაც, რომ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ იყო ინფორმირებული პაციენტების მიღების შეჩერების შესახებ, რადგან მას არაერთხელ აცნობა წერილობით და პირადადაც.
"მარტო ბოლო ორი თვის მანძილზე ჩვენ სამინისტროს სულ ცოტა ათჯერ მაინც მივმართეთ წერილობით ცენტრში არსებულ კრიტიკულ სიტუაციაზე და მათი მხრიდან გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე, მათ შორის გრიფით "SOS" და "სასწრაფოდ", არაერთგზის მივმართეთ პირადადაც, მაგრამ უშედეგოდ. პასუხი სრული იგნორი იყო. თუ სამინისტრო გააგრძელებს ამ ფაქტის უარყოფას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ყველა ამ წერილის გასაჯაროება. აგრეთვე, მზად ვართ, შევხვდეთ ჯანდაცვის მინისტრს ნებისმიერ ფორმატში, რათა გავარკვიოთ სიმართლე", — აცხადებს ის.
ცერცვაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სულ იოლად შეეძლო ცენტრისთვის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყოველგვარი დივიდენდის გარეშეც, სამინისტროს აღჭურვისა და რეაბილიტაციის პროგრამიდან ან COVID-19-ის ფონდიდან, ან სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე გატანის გზით.
"რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის მუქარას, პროგრამიდან "გაუფრთხილებლად" გასვლის გამო ცენტრის მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ პროგრამიდან კი არ გავდივართ, არამედ იძულებული გაგვხადეს (სწორედ ჯანდაცვის სამინისტრომ) ავადმყოფებისათვის ელემენტარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო (ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდება, შენობების დამიწება, გამართული კანალიზაცია და სხვ.) დროებით შეგვეჩერებინა პაციენტების მიღება, მათივე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისათვის", — წერია განცხადებაში.
ინფექციურმა კლინიკამ კორონავირუსითა და აივ შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა. ამის მიზეზად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონა დასახელდა.
ცერცვაძის განცხადებით, თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ინფექციურ საავადმყოფოს სავალდებულო სავენტილაციო სისტემის არქონის გამო, თებერვალში სასამართლოში უჩივლა, რასაც ის კურიოზულს უწოდებს.
გუშინ, 21 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 000 ლარი გადაეცემა.
გაიგეთ მეტი:
- ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეწყვიტა
- არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, დროებით ვაჩერებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით — ეზუგბაია
- თუ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორია, მათი საფრთხეში ჩაგდება სწორი იქნებოდა? - ცერცვაძე ხუნდაძის პასუხად
- ეზუგბაიას თქმით, პაციენტების მიღებას განაახლებენ, როცა ინფექციურისთვის გამოყოფილ 300 000 ლარს მიიღებენ
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები