გრანდ ელექტრონიქსი — სად ვიყიდოთ იდეალური კლიმატი?
ჰაერის დატენიანება და იონიზაცია — ეს ის ტერმინებია, რომლებსაც იდეალური კონდიციონერის აღწერის დროს აუცილებლად გაიგებთ. მათზე ბევრს ლაპარაკობენ და ჰაერის კონტროლის ტექნიკასაც სწორედ ამის მიხედვით არჩევენ.
და მაინც, როგორია იდეალური გარემო ბინაში ადამიანისთვის, შინაური ცხოველებისთვის ან მცენარეებისთვის?
ესაა, პირველ ყოვლისა, იდეალური სითბო, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიური მოწყობილობები, რომლებიც ეკოლოგიურიცაა და ეკონომიურიც, და სწორად დატენიანებული ჰაერი წლის ნებისმიერ დროს.
როგორია იდეალური კლიმატი ოთახში?
უკვე დიდი ხანია ვთანხმდებით იმაზე, რომ იდეალური კლიმატი მხოლოდ ტემპერატურას არ ნიშნავს. დაბერვის კუთხე და სიხშირე, ძილის დროს ტემპერატურის კონტროლის შესაძლებლობა, დაბალანსებული ნესტიანობა და ენერგოეფექტურობა — ეს ყველა თანამედროვე ჰაერის კონტროლის მოწყობილობის მახასიათებელი უნდა იყოს.
ბინაში იონიზაცია ბუნებრივად არ ხდება, რადგან იქ არსებულ ჰაერზე ბუნებრივი წყარო არ ზემოქმედებს. ამიტომაც სპეციალურ მოწყობილობებს ვიყენებთ: ჰაერის დამატენიანებლებს კონდიციონერებთან ერთად.
ჰაერის იონიზაცია ნიშნავს, რომ უმჯობესდება ძილის ხარისხი, შრომისუნარიანობა, იზრდება იმუნიტეტი, ნორმალიზდება ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ჩქარდება მეტაბოლიზმი, იწმინდება ჰაერი მტვრისა და ალერგენებისგან.
როგორც წესი, ჰაერის კონტროლის მოწყობილობებს მხოლოდ გათბობისა და გაგრილების ფუნქცია აქვთ, ჰაერის იონიზაციისთვის კი მომხმარებელი დამატებით დამატენიანებელს ყიდულობს.
მიუხედავად ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, დღესდღეობით უკვე შესაძლებელია ისეთი ტიპის გაგრილებისა თუ გათბობის სისტემების შეძენა, რომლებსაც იდეალური ტემპერატურისა და დამატენიანებლის ერთდროულად შექმნა შეუძლიათ.
Mitsubishi Electric — ნახევარსაუკუნოვანი საერთაშორისო გამოცდილება
ტექნიკის გიგანტი Mitsubishi Electric 1921 წლის 15 იანვარს დაარსდა და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიო ბაზარზე გათბობა/გაგრილების სისტემებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აწარმოებს. კომპანიის მიერ შექმნილი ძრავებითა და სხვა ტექნიკური დეტალებით დღეს სხვა ტექნოლოგიური ბრენდები სარგებლობენ.
Mitsubishi Electric-ის კონდიციონერების შეძენა საქართველოში 2019 წლიდან ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსშია შესაძლებელი.
გრანდ ელექტრონიქსის ფილიალებს შეხვდებით ვარკეთილში, გლდანში, სავაჭრო ცენტრ მეგალაინში, ისთ ფოინთში, მალე კი უკვე საბურთალოს სითი მოლშიც.
ინოვაციური ტექნიკა იდეალური გარემოსთვის
საქართველოში გრანდ ელექტრონიქსის ფილიალებში შესაძლებელია Mitsubishi Electric-ის ჰაერის კონტროლის თანამედროვე და ინოვაციური სისტემების შეძენა, რომლებშიც ჩამონტაჟებულია wifi-მართვა. ეს მახასიათებელი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს დაბერვის კუთხე და სიხშირე, ძილის რეჟიმის ტემპერატურა, დაითვალოს ელექტროენერგიის გამოყენება, დააყენოს ტაიმერი და ოჯახის სხვა წევრებსაც გაუზიაროს ეს ფუნქციები.
კონდიციონერებში ჩამონტაჟებული იონიზაციის ფუნქცია ასევე ჰაერის დამატებით წმენდას უზრუნველყოფს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან.
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი ჩვენი ბინისთვის?
ოპტიმალური სიმძლავრე — ეს ის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომლის მიხედვითაც უნდა განვსაზღვროთ, თუ როგორი ტიპის კონდიციონერი გჭირდებათ. თუ სიმძლავრე საჭიროზე ნაკლებია, მაქსიმალური ეფექტი ვერ მიიღწევა და მოგიწევთ, კონდიციონერი უწყვეტ რეჟიმში ამუშაოთ, ეს კი სისტემის გადატვირთვასა და დანადგარის მწყობრიდან დროზე ადრე გამოსვლას გამოიწვევს.
იმისათვის, რომ გამოვთვალოთ, თუ რა სიმძლავრის კონდიციონერი გვჭირდება, საჭიროა ჩვენი ბინის ფართობი გავყოთ 10-ზე. მაგალითად, თუკი ბინა 40 მ2-ია, კონდიციონერის ოპტიმალური სიმძლავრე 4 კვტ უნდა იყოს. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია შენობაში მომუშავე სხვა ტექნიკის რაოდენობა და თითოეულ მოწყობილობაზე 0.5 კვტ-ის დამატება. გარდა ამისა, უნდა დაუმატოთ ბინაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობაც და ერთ ადამიანზე +100 ვატი იანგარიშოთ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები