ახალქალაქში არეულობა ვერ აღკვეთეს, ხელიდან აქვთ გაქცეული კრიმინალის მართვა — ნადირაშვილი
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ 8 აგვისტოს ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირება სახელმწიფომ ვერ შეაჩერა და არეულობა ვერ აღკვეთა. დეპუტატის თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ "სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა". ირმა ნადირაშვილმა ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები. გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს მთლიანად ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა, როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და მმართველი", — აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
მისივე თქმით, ძალადობრივი გარემო ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ქართული ოცნების ლიდერი დეპუტატმა "შავ სამყაროსთან" ურთიერთობაში დაადანაშაულა, რასაც, მისი თქმით, ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ანგარიშის გასასწორებლად იყენებს.
"ზოგადად, ძალადობრივი გარემო ამ ქვეყანაში შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. როდესაც პარლამენტის უმაღლესი სანანონმდებლო ორგანოს წევრი ქართული ოცნებიდან დარბის ახალქალაქში და იარაღით ჩნდება საზოგადოების წინაშე, შემდეგ მას არ უჩერებენ უფლებამოსილებას, არ მიდის ციხეში, ეს არის სწორედ ძალადობის წახალისება. გუშინდელი ვითარება არის შედეგი სწორედ ამ ძალადობრივი ქმედებებისა სახელმწიფოს მხრიდან", — განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
ახალქალაქში, სადაც გუშინ დაპირისპირება იყო, ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე პოლიცია კვლავ რჩება.
უკვე დაკავებულია ერთი პირი, რომელსაც ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. შსს-ში ამბობენ, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
jnews-ის ინფორმაციით, გუშინ, 8 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო დარბევები, ამტვრევდნენ სასტუმროს კარებსა და ფანჯრებს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი საავადმყოფოშია რამდენიმე. გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. jnews-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც.
მოგვიანებით სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დარბევები მკვლელობას მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, გადამწვარია 4 სახლი და ერთი სასტუმრო, ასევე, მანქანები. jnews წერს, რომ უძრავი ქონება ერთი და იგივე ადამიანის სახელს უკავშირდება და ის შურისძიების მიზნით დააზიანეს.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები