ახალქალაქში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, მობილიზებულია სპეცრაზმი
ახალქალაქში სიტუაცია ამ დრომდე დაძაბულია. მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია. ადგილობრივი გამოცემა, jnews ავრცელებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის კომენტარს, რომლის მიხედვით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
"სამწუხაროდ, დღეს ახალქალაქის ცენტრში კრიმინალური შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ერთი ახალგაზრდა ადამიანი, რის შემდეგაც ეს ქმედებები გაგრძელდა. გადამწვარია 4 სახლი და ერთი სასტუმრო. ამ მომენტისთვის, ადგილზე ძლიერდება პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმი. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, სამართალდამცავთა რაოდენობა ყოველ საათში იზრდება. პოლიცია ცდილობს ქალაქში სიმშვიდე უზრუნველყოს", — აცხადებს გუბერნატორი, რომელიც ადგილზე იმყოფება.
jnews-ის ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე ახალქალაქში ადამიანთა ჯგუფმა დაიწყო დარბევები, ამტვრევდნენ სასტუმროს კარებსა და ფანჯრებს, რის შემდეგაც იქ ხანძარი გაჩნდა. ადგილზე გარდაიცვალა ერთი ადამიანი, ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცემის ინფორმაციით, დაპირისპირება სოფელ კულიკამში ახალგაზრდა კაცის მკვლელობას მოჰყვა. jnews-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს ხალხმრავლობა, ისმის მტვრევის ხმა. ჟურნალისტი ჰყვება, რომ იყო სროლაც.
"ჩვენთან საავადმყოფოში შემოიყვანეს ერთი გარდაცვლილი, 27 წლის ბიჭი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჰქონდა ჭრილობა მიყენებული, როცა ჯგუფი მივიდა უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე ახალგაზრდა ბიჭს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. ქირურგმა ნახა მცირე დაზიანება იყო ხერხემლის არეში და უკვე გაეწერა ჩვენგან", — აცხადებს ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი "სამხრეთის კარიბჭესთან".
On.ge დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ. უწყებაში ადასტურებენ ერთი ადამიანის მკვლელობას, თუმცა არ აზუსტებენ, ეს მოხდა დაპირისპირებამდე, რაც შესაძლოა გამხდარიყო ჩხუბის მიზეზი თუ ადამიანი დაიღუპა დაპირისპირებისას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და 236 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით მიმდინარეობს, რაც განზრას მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები