ბადრი ჯაფარიძე: ლელო საქართველოსთვის სტრატეგია და პრინციპები უცვლელია
ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ლელო საქართველოსთვის სტრატეგია და პრინციპები უცვლელია და ქართული ოცნების დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება.
ლელო საქართველოსთვის რამდენიმე დღეში დაასრულებს მაჟორიტარ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. პარტიის მაჟორიტართა წარდგენის ოფიციალური ღონისძიება უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.
როგორც ლელოს გენერალური მდივანი და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, ლელო არის ახალი თანამედროვე ტიპის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა. ამ მოკლე პერიოდში, ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის მშენებლობა, მზადება არჩევნებისთვის და ძლიერი კომპეტენტური მაჟორიტარების შერჩევა.
"ჩვენ მთელ საქართველოში გვეყოლება მაჟორიტარი კანდიდატები, თუმცა, ქართული ოცნების სრული დამარცხების მიზნით, ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებს, აუცილებლად გვექნება კოორდინაცია და თანამშრომლობა. ამ ტიპის პროცესს მოძველებულ აზროვნებაში "დათმობას" ეძახიან, რაც სრულიად არაადეკვატური შეფასებაა. დროა, ქართულ პოლიტიკაში ვიხმაროთ და დავამკვიდროთ სწორი ტერმინები, გავაკეთოთ სწორი შეფასებები და, რაც მთავარია, ვიმოქმედოთ ტაქტიკური სვლებით, რომ დავამარცხოთ ქართული ოცნება და ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ მოვიპოვოთ გამარჯვება. მე, როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ პატივს ვცემ ყველა წარმოდგენილ პიროვნებას ამ ოლქში, თუმცა ჩვენი კონკურენტი, პირველ რიგში, არის ქართული ოცნება — სიღატაკე, გაჭირვება და ჭაობი, რომელშიც ქვეყანა ქართულმა ოცნებამ შეიყვანა. ამ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, იმისთვის, რომ ახალი დღის წესრიგის შესაძლებლობა გაჩნდეს საბურთალოსთვის და დანარჩენი საქართველოსთვის, ვფიქრობ, ჩემს გუნდთან ერთად უპირატესობა ნამდვილად მაქვს.
საბურთალოს საარჩევნო ოლქში ჩვენ უნდა შევქმნათ ძალიან კარგი მაგალითი იმისთვის, რომ კანდიდატები ერთმანეთს შევეჯიბროთ ხედვებით და გამოცდილებით. ჩემი სურვილია ის პრეცედენტები და ჯანსაღი პროცესები, რომელიც მინდა შევქმნა ქვეყნისთვის, საბურთალო იყოს ამ ერთიანი ცვლილებების ავანგარდში", — აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები