22 მსახიობი, რომელიც თავის ანიმაციურ პროტოტიპს საოცრად ჰგავს
ფოტო: Disney / Walt Disney Studios Motion Pictures
როცა კლასიკად ქცეული ანიმაციის ეკრანიზაციის გადაღებას გადაწყვეტენ ხოლმე, კინომოყვარულებისა და ფანების უმეტესობა ინტერესთან ერთად შიშით ელოდება, ვის დაამტკიცებენ მათი საყვარელი პერსონაჟის როლზე.
ზოგ შემთხვევაში, აღშფოთებული გულშემატკივრები მთელ რისხვას რეჟისორისკენ მიმართავენ, როცა ქასთინგ მენეჯერი მათ წარმოსახვაში მტკიცედ გამჯდარი სახებისგან განსხვავებული გარეგნობის მქონე მსახიობზე აჩერებს არჩევანს, თუმცა არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როცა (თითქმის) ყველა ვთანხმდებით, რომ მსახიობი და მისი ანიმაციური პროტოტიპი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.
ამ სტატიაში მათგან 22 საუკეთესოს იხილავთ.
1. შეგი, Scooby-Doo, Where Are You! (1969–1970) და Scooby-Doo (2002)
ფოტო: Hanna-Barbera Productions
ფოტო: Warner Bros. Pictures
მეთიუ ლილარდი ყველანაირად შესაფერისი კანდიდატურა იყო ამ როლისთვის!
2. ველმა, Scooby-Doo, Where Are You! (1969–1970) და Scooby-Doo (2002)
ფოტო: Hanna-Barbera Productions
ფოტო: Warner Bros. Pictures
ვაღიაროთ, ლინდა კარდელინიც ძალიან საყვარელი ველმა იყო.
3. ბელი, Beauty and the Beast (1991) და Beauty and the Beast (2017)
ფოტო: Disney
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
ემა უოტსონმა ბელის როლი მთლიანად შეისისხლხორცა.
4. ალადინი, Aladdin (1992) და Aladdin (2019)
ფოტო: Disney
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
როგორც იქნა, დისნეის მომხიბვლელი პრინცის რეალური ვერსიაც ვიხილეთ, რომელიც წარმოშობით ეგვიპტელმა მსახიობმა, მენა მასუდმა, განასახიერა.
5. კრუელა დე ვილი, One Hundred and One Dalmatians (1961) და 101 Dalmatians (1996)
ფოტო: Disney
ფოტო: Buena Vista Pictures Distribution
გლენ ქლოუზი ნამდვილად კრუელა დე ვილია, ოღონდ კეთილი.
6. ელზა, Once Upon a Time და Frozen
ფოტო: ABC / Disney
ჯორჯინა ჰეიგმა შესანიშნავად განასახიერა ელზას როლი, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამაში თმის, კოსტიუმის და გრიმი შემქმნელები დიდად დაეხმარნენ.
7. ანა, Once Upon a Time და Frozen
ფოტო: Disney
ფოტო: ABC
ელიზაბეთ ლეილი შესაძლოა, სერიალ You-დან გეცნოთ, სადაც სრულიად განსხვავებული პერსონაჟის როლი შეასრულა.
8. სინდი ლუ, How the Grinch Stole Christmas! (1966) და How the Grinch Stole Christmas (2000)
ფოტო: CBS
ფოტო: Universal Pictures
ტეილორ მომსენი, რომელსაც საზოგადოება სერიალ Gossip Girl-დან და როკ-ჯგუფ The Pretty Reckless-დან იცნობს, ძალიან საყვარელი ბავშვი ყოფილა და სინდი ლუს როლიც ღირსეულად განუსახიერებია. ასაკის სიმცირისდა მიუხედავად, ოსტატურად მოახერხა, პერსონაჟის ხასიათის თვისებებიც დაეჭირა.
9. გრინჩი, How the Grinch Stole Christmas! (1966) და How the Grinch Stole Christmas (2000)
ფოტო: CBS
ფოტო: Universal Pictures
შესაძლოა, ეს მაგალითი თქვენი მოტყუებაც იყოს, რადგან ჯიმ ქერი მთლიანად კოსტიუმით და გრიმით იყო დაფარული, თუმცა მისი შექმნილი მიმიკები ცხადყოფს, რომ ქასთინგ მენეჯერმა დაკისრებულ ვალდებულებას შესანიშნავად გაართვა თავი.
10. ფრედი, The Flintstones (1960–1966) და The Flintstones (1994)
ფოტო: Hanna-Barbera Productions
ფოტო: Universal Pictures
ჯონ გუდმენს როლის სრულყოფილად შესასრულებლად მხოლოდ პარიკიღა აკლდა.
11. მედლინი, Madeline (1993–2001) და Madeline (1998)
ფოტო: ABC
ფოტო: TriStar Pictures
თუკი მედლინი ბავშვობაში თქვენი საყვარელი ანიმაცია იყო, პატარა ჰეტი ჯოუნსის შესრულებული როლით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებოდით.
12. ჯემი, Jem (1989–1992) და Jem and the Holograms (2015)
ფოტო: Hasbro Studios
ფოტო: Universal Pictures
შესაძლოა, არც ფილმი ვარგოდა დიდად და ეს მსგავსებაც მეტწილად გრიმის დამსახურებაა, თუმცა ობრი პიპლსი მართლაც ჰგავს თავის ანიმაციურ ორეულს.
13. ქრისტოფერ რობინი, Winnie the Pooh (2011) და Christopher Robin (2018)
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
ოლტონ ო'ბრაიენის ქოჩორმა პატარა მსახიობის შერჩევაში ალბათ დიდი როლი ითამაშა.
14. მისტერ კროკერი, The Fairly OddParents (2001–2017) და A Fairly Odd Movie: Grow Up, Timmy Turner! (2011)
ფოტო: Nickelodeon
ფოტო: Nickelodeon
ო'ბრაიენის არ იყოს, დევიდ ლუისის ვარცხნილობაც საგანგებოდ შექმნილი გეგონებათ.
15. მაუგლი, The Jungle Book (1967) და The Jungle Book (2016)
ფოტო: Disney
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
ამ სტატიაში უკვე მესამე შემთხვევა, როცა თმა ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა როლის შესრულებისას, თუმცა ნილ სეთის სამსახიობო ოსტატობაც აღნიშვნის ღირსია.
16. ვილმა, The Flintstones (1960–1966) და The Flintstones (1994)
ფოტო: Hanna-Barbera Productions
ფოტო: Universal Pictures
შესაძლოა, ჰელოუინზე ბევრი გამოწყობილა ვილმა ფლინსტოუნის კოსტიუმში, თუმცა ელიზაბეთ პერკინსი ყველას ჯობია.
17. მალეფისენტი, Sleeping Beauty (1959) და Maleficent (2014)
ფოტო: Disney
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures
ანჯელინა ჯოლის სამსახიობო ნიჭის შეფასება ალბათ თავხედობა იქნება, უბრალოდ, ქასთინგ მენეჯერის პროფესიონალიზმია აღსანიშნავი, მალეფისენტის და ჯოლის ლოყებს შორის მსგავსება რომ შენიშნა.
18. კიმი, Kim Possible (2002–2007) და Kim Possible (2019)
ფოტო: Disney Channel
ფოტო: Disney Channel
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკრანიზაციამ ბევრის იმედი მაინცდამაინც არ გაამართლა, სედი სტენლი მაინც შესანიშნავად მოერგო როლს.
19. დორა, Dora the Explorer (2000–დღემდე) და Dora and the Lost City of Gold (2019)
ფოტო: Nickelodeon
ფოტო: Paramount Pictures
იზაბელა მერსედმა არაჩვეულებრივად განასახიერა დორას თინეიჯერული ვერსია.
20. მულანი, Mulan (1998) და Mulan (2020)
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures / Disney
ფოტო: Walt Disney Studios Motion Pictures / Disney
წლეულს გამოსული ფილმი შესაძლოა, ჯერ ვერ ნახეთ, თუმცა ლიუ იფეი რომ ზუსტადაა შერჩეული მულანის როლზე, ალბათ დაგვეთანხმებით.
21. ოლივ ოილი, The All New Popeye Hour (1978–1983) და Popeye (1980)
ფოტო: CBS
ფოტო: Paramount Pictures
შელი დუვალზე მეტად ამ პერსონაჟს დედამიწის ზურგზე ალბათ არავინ ჰგავს.
22. დაბოლოს — ტარზანი, Tarzan (1999) და The Legend of Tarzan (2016)
ფოტო: Disney
ფოტო: Warner Bros. Pictures
2016 წელს გამოსული ეკრანიზაციის მთავარ როლში ალექსანდერ სკარსგარდს ალბათ ვერავინ ამოიცნობს. გრიმიორებს შესანიშნავად უმუშავიათ.
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
"მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა "მეთადონი", "ალფა-პვპ", "ბუპრენორფინი", "მარიხუანა" და კანაფის მცენარეები — შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 7 პირი დააკავა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
კომენტარები