ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
ლელო ძლიერი საქართველოს წევრის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში გამოქვეყნებული ისტორიის სახელმძღვანელო "გაძეძგილია ფაქტობრივი შეცდომებითა და გამიზნულად გამრუდებული შეფასებებით", ხოლო "რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს".
როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით საგანგაშოა გეორგიევსკის ტრაქტატზე აბსოლუტურად არაობიექტური და რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი შეფასებები, რადგან "ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატის თემა თავად ირაკლი კობახიძემ და რუსულმა პროპაგანდამ გაააქტიურეს".
ძველ სახელმძღვანელოში ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით ტრაქტატი უარყოფითად იყო შეფასებული და "1783 წ. 24 ივლისის ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი კი — აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა", ახალ ვერსიაში ეს მოსაზრება გამქრალია და ვკითხულობთ პოლიტიკურად ამოტრიალებულ შეფასებას, "რომ ტრაქტატმა უზრუნველყო ქართველი ერის გადარჩენა.
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში არ აღმოჩნდა არც ერთი საეკლესიო მოღვაწე, არც ძველი პერიოდიდან და არც ულმობელი საბჭოთა რეპრესიების დროიდან, არადა, თითქოს სახელმძღვანელოს მთავარ ღირებულებით საყრდენად - ენა, მამული, სარწმუნოებაა - გამოცხადებული", — განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძის განცხადებით, სახელმძღვანელოში უამრავი ფაქტობრივი შეცდომაა, მათ შორის:
"საქართველოს ეროვნული მოძრაობისა და პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შესახებ: კერძოდ, მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მიერ 1956 წელს გავრცელებული პროკლამაციების შინაარსი და მათი გავრცელების მიზეზები.
დავით აღმაშენებლის ეპოქაზე: არ არის დეტალური ინფორმაცია მის რეფორმებზე, თურქ-სელჩუკების დასუსტებაში ჯვაროსნული ლაშქრობების როლზე, მისი და გიორგი II-ის პოლიტიკაში არსებულ განსხვავებებზე.
არაფერია ნათქვამი გიორგი სააკაძის სამხედრო წარმატებებზე, მის კონტრავერსიულ ნაბიჯებზე და დაპირისპირებაზე მეფე თეიმურაზთან", — ამბობს პოლიტიკოსი.
ჩიხრაძის მტკიცებით, "არ შეიძლება ახალმა თაობებმა არ იცოდნენ რა გაუკეთა რუსეთმა საქართველოს 2 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში: ოკუპაცია, მოტყუება, დამცირება, სამეფო ტახტის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მუდმივი ბრძოლა"
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ სახელმძღვანელოები ქართულ ოცნებასთან აფილირებულმა ადამიანებმა შექმნეს და ეს შესაძლებლობა "პირდაპირ გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად", ხოლო ალტერნატიული სახელმძღვანელოებით სწავლების შესაძლებლობა მთლიანად გაქრა.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები