ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
ცნობილი ამერიკელი რეჟისორი ლილი ვაჩოვსკი ჟურნალ Variety-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ჰარი პოტერის ავტორი ჯოან როულინგი ტრანსგენდერი ადამიანების "გენოციდს" აფინანსებს. ტრანსგენდერ ქალ რეჟისორს, რომელმაც ლანა ვაჩოვსკისთან ერთად მატრიცის კინოფრენჩაიზი შექმნა, ინტერვიუერმა ჰკითხა, რას ფიქრობს ილონ მასკსა და ჯოან როულინგზე, რომლებმაც ტრანსგენდერი ადამიანების თემს "უსაზღვროდ დიდი კულტურული ზიანი მიაყენეს". ვაჩოვსკიმ განაცხადა რომ ორივე, მასკიც და როულინგიც, "პირდაპირი მნიშვნელობით ნაცისტები" არიან.
"ჯოან როულინგი ტრანსგენდერების გენოციდს აფინანსებს. მორჩა", — ამბობს რეჟისორი, — "ასე რომ, ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს. იმ ფულის ნაწილი, რომელსაც შენ ამ პროდუქტებით სარგებლობისთვის იხდი, როულინგს ერიცხება, ეს ფული კი მერე მთელ მსოფლიოში მის მიერ მხარდაჭერილ, ტრანსგენდერების წინააღმდეგ მიმართულ სამართლებრივ ინიციატივებს ხმარდება. ისევე, როგორც თუკი ილონ მასკს ეწინააღმდეგები, მას ბოიკოტსაც უცხადება და არ ყიდულობ ტესლას; გლობალურ დათბობას ან კლიმატის ცვლილებას თუ ეწინააღმდეგები, საწვავის გამოყენებას ზღუდავ, ამ პროდუქტების მოხმარებას ამცირებ. ეს მარტივი მათემატიკაა. ამდენად, როცა ერთობი ამ სერიალებით [ჰარი პოტერის მომავალი სერიალი] და მათ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ჩემს მოსპობასაც".
ვაჩოვსკის ამ განცხადებას ჯოან როულინგის წარმომადგენელიც გამოეხმაურა. მწერლის აგენტმა ნილ ბლერმა სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ჯოან როულინგის ხედვა "სიზუსტით" იყოს წარმოჩენილი.
"ლილი ვაჩოვსკის განცხადების შესასწორებლად, გეტყვით, რომ ჯოან როულინგის ქალთა ფონდის საშუალებით მწერალი მხარს უჭერს ქალებს, სამართლებრივად იბრძოლონ ბრიტანეთში 2010 წელს მიღებული თანასწორობის აქტით მინიჭებული უფლებების შესანარჩუნებლად. ეს უფლებები ხშირადაა უგულებელყოფილი ან საფრთხის ქვეშ", — ნათქვამია როულინგის აგენტის განცხადებაში, — "თუმცა, როულინგი მხარს არ უჭერს სამართლებრივ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ზიანის მიყენებას ან მათი უფლებების შეზღუდვას".
"შეიძლება [როულინგს] არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ასეთი სერიოზული ცილისმწამებლური ბრალდებები, მით უფრო პარალელის გავლება ნაცისტებთან და მათ მიერ ჩადენილ გენოციდთან, არასდროს უნდა იყოს წარმოდგენილი ფაქტად, როცა ყველანაირ საფუძველსაა მოკლებული და შეთხზულია".
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები