ნახეთ რობერტ პატინსონი და ტომ ჰოლანდი The Devil All the Time-ის პირველ კადრებში
ანტონიო კამპოსის 2016 წლის პირველი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტის, Christine-ს, შემდეგ მისი The Devil All the Time ნეტფლიქსზე 16 სექტემბერს გამოჩნდება. ფილმი დონალდ რეი პოლოკის ნაწარმოების ადაპტაციაა და ის ვარსკვლავებით დახუნძლულ შემზარავ აპალაჩიურ გოთიკას წარმოადგენს. მასში მონაწილეობენ: ტომ ჰოლანდი, ბილ სკარსგარდი, რაილი კიო, ჯეისონ კლარკი, სებასტიან სტანი, ჰეილი ბენეტი, ჰარი მელინგი, ელაიზა სკანლენი, მია ვაშიკოვსკა და რობერტ პატინსონი. სტრიმინგის პლატფორმამ პუბლიკას ფილმის პირველი კადრები გაუზიარა.
იხილეთ ფილმის ოფიციალური მიმოხილვა:
ნოკემსტიფში, ოჰაიოში, და მის მახლობელ გაუკაფავ ტყეებში ავბედითი პერსონაჟები — უწმინდური მღვდელი (რობერტ პატინსონი), შეშლილი წყვილი (ჯეისონ კლარკი და რაილი კიო) და უპატიოსნო შერიფი (სებასტიან სტანი) — თავს იყრიან ახალგაზრდა არვინ რასელის (ტომ ჰოლანდი) გარშემო, რომელიც მისი და მისი ოჯახისადმი მტრულად განწყობილ ბოროტ ძალებს ებრძვის. ფილმი მეორე მსოფლიო ომისა და ვიეტნამის ომს შორის არსებულ პერიოდს მოიცავს. რეჟისორ ანტონიო კამპოსის The Devil All the Time ქმნის მაცდურ და საზარელ სანახაობას, რომელიც სამართლიანებსა და უსამართლოებს ერთმანეთთან აპირისპირებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ბილ სკარსგარდი, მია ვაშიკოვსკა, ჰარი მელინგი, ჰეილი ბენეტი და პოუკი ლაფარჯი. ეს დაძაბული, დახვეწილად მოქსოვილი ამბავი დონალდ რეი პოლოკის ჯილდოს მფლობელი ნაწარმოების ადაპტაციაა.
ამბავი მოგვითხრობს რელიგიური თემის შესახებ, რომელსაც საკუთარი რწმენა ხშირად საზარელ უკიდურესობებამდე აჰყავს. მართალია, ფილმის სიუჟეტი ოჰაიოსა და დასავლეთ ვირჯინიაში ვითარდება, მაგრამ, რეალურად, ის ალაბამაში გადაიღეს.
"საკმაოდ რთული გადასაღები იყო მხოლოდ იმიტომაც, რომ უამრავი ადგილი გვქონდა და ჩრდილოეთ ალაბამას უდიდეს ნაწილზე ვიყავით მიმობნეულები. ალაბამას ერთი კარგი თვისება ისაა, რომ აქ ხშირად არ იღებენ, ამიტომ აქაური ადგილები ისეთი მარტივად ამოცნობადი არაა, როგორც ის ადგილები, რომლებშიც არაერთი ფილმი და სერიალი გადაღებულა", — თქვა კამპოსმა Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში.
ფილმის სცენარი კამპოსმა და მისმა ძმა პაულომ დაწერეს.
"ადაპტაციისთვის საკმაოდ რთული წიგნი იყო, რადგან მასში ბევრი რამ გვიყვარდა. სამხრეთული გოთიკისა და ნუარის დიდი მოყვარული ვარ, ეს წიგნი კი ამ ორის იდეალური შეუღლებაა. ზოგჯერ რაღაცის ადაპტაციას ცდილობ და ფიქრობ, ნუ, აქ რაღაც კარგი იდეების ჩანასახები არის, სხვა ყველაფერს კი მოვისვრი და თავიდან დავიწყებ. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერი ძალიან მოგვწონდა!" — უთხრა ფილმის რეჟისორმა EW-ს.
ამ ზაფხულის დასაწყისში მსახიობი ელაიზა სკანლენმა The Devil All the Time-ზე ისაუბრა IndieWire-თან ინტერვიუში.
"ეს ფილმი ეხება ადამიანების რწმენასთან ჭიდილს და იმას, თუ როგორ განსაზღვრავენ ისინი რწმენას საკუთარი თავისთვის და სადამდე მიყავს ისინი ამას. ფილმში ჩვენ ამ ჭიდილის ძალიან ექსტრემალურ აღწერას ვხედავთ. გადაღება მხოლოდ 10 დღეს გაგრძელდა, თუმცა ის სავსე იყო ძალიან რთული სცენებითა და ამბით, რომელიც სხვა ადამიანების ამბებში იკვეთებოდა. ნამდვილი ნებისყოფის გამოცდა იყო", — თქვა მსახიობმა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები