მადლობა ლოიალურობისთვის — თიბისი დაზღვევა ერთგულ მომხმარებლებს ასაჩუქრებს
რამდენი ბრენდი გახსენდებათ, რომელთაც უპირობოდ ენდობით, იცით, რომ მათი შექმნილი პროდუქტი ან მომსახურება არასდროს გაგიცრუებთ იმედებს და რომელთაც, რთულ პერიოდშიც კი სხვაზე არ გაცვლით? — ალბათ, ძალიან ცოტა.
ხშირად, რევოლუციური პროდუქტის შექმნაც კი არაა საკმარისი იმისათვის, რომ მომხმარებელი ბრენდის ერთგული დარჩეს და თანაც მის მიმართ პატივისცემის განცდა ჩამოუყალიბდეს. ერთია კარგი პროდუქტი, მეორეა — კარგი მომსახურება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, სწორედ ისაა, რომ ბრენდი აფასებდეს და გრძნობდეს მომხმარებლების ძალას მისი არსებობისა და განვითარებისთვის.
მადლიერების კამპანია
უკანასკნელ პერიოდში ბიზნესი განსაკუთრებული ბარიერების წინაშე დადგა. ბევრ მათგანს საქმიანობის დროებით შეჩერება მოუწია, ბევრმა მომხმარებლების დიდი ნაწილი დაკარგა, ზოგიც კი საერთოდ ჩაიკარგა მოულოდნელად თავს დატეხილ ქარიშხლებში. კრიზისულ პერიოდში კომპანიებმა განსაკუთრებით იგრძნეს, რამდენად მნიშვნელოვანია, გყავდეს ერთგული მომხმარებელი, რომელიც, შესაძლოა, ამ დროს თვითონაც არც თუ მცირე "ტალღებს" ებრძვის, მაგრამ მაინც შენ გვერდით დგას.
სწორედ ამ მიზეზით, თიბისი დაზღვევამ გადაწყვიტა, მადლიერება გამოხატოს იმ მომხმარებლების მიმართ, რომელთაც პანდემიის მძიმე პერიოდში, მაშინაც კი როცა მანქანით მოძრაობა შეზღუდული იყო, არ გააუქმეს თავიანთი საავტომობილო დაზღვევის ნაკრები. ამიტომაც, კომპანია მათ დაზღვევის განახლებისას, ვაუჩერის სახით, წინა წლის ერთი თვის პრემიის ღირებულების საწვავს ჩუქნის.
მოულოდნელი შეტყობინება თიბისი დაზღვევისგან
"შენთვის, როგორც ერთგული მომხმარებლისთვის, თიბისი დაზღვევას საჩუქარი აქვს. შენი ლოიალობა როგორც წარმატების, ასევე პანდემიით გამოწვეული სირთულეების პერიოდშიც, დასაფასებელია. სწორედ ამიტომ, უკან გიბრუნებთ ერთი თვის სადაზღვევო პრემიას, საწვავის ვაუჩერის სახით", — ეს შეტყობინება თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს სადაზღვევო ნაკრების განახლებისას ეგზავნება.
საჩუქრის მისაღებად ისინი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 17:30-მდე გალფის ავტოგასამართ სადგურზე უნდა მივიდნენ, უთხრან თავიანთი ავტომობილის ნომერი და სანაცვლოდ მიიღონ საწვავი. საწვავის რაოდენობა ინდივიდუალურია და წინა წლის დაზღვევის 1 თვის პრემიის ოდენობით განისაზღვრება. ვაუჩერის გამოყენება კი მომხმარებელს 6 თვის განმავლობაში შეუძლია.
როგორ გამოეხმაურნენ ინიციატივას მომხმარებლები
მადლიერების გრძნობა კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ორმხრივი აღმოჩნდა. მაგალითად, ამ მომხმარებლისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა თიბისი დაზღვევის საჩუქარი. როგორც ამბობს, იმდენად ცუდი დღე ჰქონდა, თვალებს ვერ უჯერებდა ეს შეტყობინება რომ მიიღო და რამდენჯერმეც კი გადაამოწმა დასაზღვევო აგენტთან ინფორმაციის სისწორე.
ამგვარად, იმისათვის, რომ ბრენდმა დიდხანს შეინარჩუნოს გამორჩეული ადგილი ინდუსტრიაში, მნიშვნელოვანია, იგრძნოს და რაც მთავარია გამოხატოს, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობა არ მთავრდება მხოლოდ პროდუქტის გაყიდვის ან სერვისის მიწოდებასთან ერთად. ზოგჯერ ისეთი მარტივი ჟესტი, როგორიც მადლიერების გამოხატვაა, ბევრს ამბობს კომპანიის სიძლიერეზე.
თიბისი დაზღვევის განსაკუთრებული პირობებით სარგებლობისა და სადაზღვევო ნაკრების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს auto.tbcinsurance.ge
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები