10 მიზეზი, თუ რატომ არის ცურვა ძალიან სასარგებლო
ფოტო: Getty Images
ცურვა საოცრად კარგი გზაა თქვენი სხეულისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ასამუშავებლად. ერთსაათიანი ცურვა იმდენივე კალორიას წვავს, რამდენსაც სირბილი, თანაც თქვენი ძვლები და სახსრები ბევრად უფრო ნაკლებ ზეწოლას განიცდის.
იხილეთ 10 მიზეზი, თუ რატომ არის ცურვა ძალიან სასარგებლო:
1. მთლიანად ამუშავებს თქვენს სხეულს
ცურვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის მთლიანად ამუშავებს თქვენს სხეულს, თავით ფეხებამდე. ცურვა:
- ზრდის თქვენს გულისცემას ისე, რომ სხეული არ განიცდის ზეწოლას
- ტონუსში ამყოფებს კუნთებს
- გმატებთ ძალას
- ზრდის გამძლეობას
არსებობს ცურვის რამდენიმე სტილი, რომელიც ცურვით ვარჯიშს მეტ მრავალფეროვნებას შესძენს:
- ბრასი
- ზურგზე ცურვა
- გვერდულად ცურვა
- ბატერფლაი
- თავისუფალი სტილი
თითოეული მათგანი კუნთების სხვადასხვა ჯგუფზე ფოკუსირდება, წყალი კი ზომიერ წინააღმდეგობას წევს. სტილისგან განურჩევლად ცურვისას თქვენ თქვენი კუნთების უდიდეს ნაწილს იყენებთ.
2. ამუშავებს შინაგან ორგანოებსაც
ცურვისას კუნთებთან ერთად თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემაც მშვენივრად ვარჯიშობს. ის გულსა და ფილტვებსაც აძლიერებს. ცურვა იმდენად კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რომ როგორც მკვლევრები ამბობენ, ის შეიძლება სიკვდილის რისკსაც კი ამცირებდეს. არააქტიურ ადამიანებთან შედარებით მოცურავეებს სიკვდილის განახევრებული რისკი აქვთ. სხვა კვლევების მიხედვით, ცურვა სისხლის წნევის შემცირებასა და სისხლში შაქრის დონის მართვას უწყობს ხელს.
3. მათთვისაც შეიძლება, ვისაც ტრავმები, ართრიტი და სხვა დაავადებები აწუხებთ
ცურვა, შესაძლოა, ვარჯიშის უსაფრთხო საშუალება იყოს მათთვის, ვისაც აქვს:
- ართრიტი
- ტრავმა
- დაქვეითებული შრომისუნარიანობა
- სხვა პრობლემა, რომელიც ძლიერი დატვირთვით ვარჯიშს ართულებს
ცურვამ, ასევე, შეიძლება ტკივილი შეგიმსუბუქოთ ან ტრავმის მოშუშებაში შეგიწყოთ ხელი. ერთი კვლევის თანახმად, ოსთეოართრიტის მქონე პაციენტებს ცურვისა და ველოსპორტით დაკავების შემდეგ ძალიან შეუმცირდათ სახსრების ტკივილი და დაჭიმულობა, ფიზიკურად კი უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობდნენ.
მეტიც, ამ ორ ჯგუფს შორის მიღებულ შედეგში თითქმის არავითარი განსხვავება არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცურვას ხშირად ისეთივე შედეგი აქვს, როგორიც სახმელეთო ვარჯიშებს.
4. კარგია მათთვის, ვისაც ასთმა აქვს
დახურული აუზების ნოტიო გარემო ცურვას ასთმის მქონე ადამიანებისთვის შესანიშნავ აქტივობად აქცევს. გარდა ამისა, სუნთქვითმა ვარჯიშებმა, მაგალითად, სუნთქვის შეკავებამ, შესაძლოა, თქვენი ფილტვების ტევადობის გაზრდასა და თქვენი სუნთქვის სადავეების დაბრუნებაში შეგიწყოთ ხელი.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ცურვამ შეიძლება ასთმის რისკი გაზარდოს იმ ქიმიური ნივთიერებების გამო, რომლებიც აუზებში გამოიყენება. თუკი ასთმა გაქვთ, ჯერ თქვენს ექიმს გაესაუბრეთ ცურვასა და პოტენციურ საფრთხეებზე. თუ მოხერხდება, ისეთი აუზი იპოვეთ, სადაც ქლორის ნაცვლად მარილიან წყალს იყენებენ.
5. კარგია მათთვისაც, ვისაც გაფანტული სკლეროზი აქვს
ცურვა გაფანტული სკლეროზის (MS) მქონე ადამიანებისთვისაც სასარგებლოა. წყალი კიდურებს ამხნევებს და ვარჯიშისას ხელს უწყობს მათ. თანაც, წყალი მსუბუქ წინააღმდეგობასაც წევს.
ერთ-ერთ კვლევაში ცურვის 20-კვირიანმა პროგრამამ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს ძლიერ შეუმსუბუქა ტკივილები. მათ აგრეთვე შედარებით გამოუსწორდათ ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა დაღლილობა, დეპრესია და დაქვეითებული შრომისუნარიანობა.
6. წვავს კალორიებს
ცურვა კალორიების დაწვის ეფექტური მეოდია. 70-კილოგრამიანი ადამიანი ერთი საათის განმავლობაში ნელი ან საშუალო სისწრაფით ცურვისას დაახლოებით 423 კალორიას წვავს, უფრო სწრაფი ტემპით ცურვისას კი — 715 კალორიამდე. 90-კილოგრამიანი ადამიანი იმავე აქტივობებით ერთ საათში 528 და 892 კალორიას დაწვავს, 110-კილოგრამიანი კი — დაახლოებით 632 და 1 068 კალორიას.
შედარებისთვის, იგივე 70-კილოგრამიანი ადამიანი 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 6 კილომეტრ მანძილზე სიარულით მხოლოდ 314 კალორიას დაწვავდა. იოგას ერთ საათში მხოლოდ 183 კალორიის დაწვა შეუძლია.
7. აუმჯობესებს ძილს
ცურვას იმის ძალაც აქვს, რომ ღამით ძილში დაგეხმაროთ. ერთ კვლევაში უძილობის მქონე ზრდასრულებს აერობიკაში ვარჯიშით გაუუმჯობესდათ ცხოვრებისა და ძილის ხარისხი.
ხანდაზმულთა თითქმის ნახევარს რაღაც დოზით მაინც აწუხებს უძილობა, ამიტომ ეს ძალიან კარგი ამბავია. კვლევა აერობიკის ყველა ტიპის ვარჯიშზე ფოკუსირდებოდა, მათ შორის ცურვაზე.
ცურვა ბევრი ისეთი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელთათვისაც ფიზიკური პრობლემების გამო ნაკლებად მიმზიდველია სხვა ვარჯიშები, მაგალითად, სირბილი. ამიტომ ცურვა კარგი არჩევანია ხანდაზმულთათვის, რომლებსაც ძილის გაუმჯობესება სურთ.
8. აუმჯობესებს განწყობას
ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრებმა შეაფასეს დემენციის მქონე ადამიანების ჯგუფი და ნახეს, რომ ჰიდროაქტივობების 12-კვირიან პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ მათი განწყობა გაუმჯობესდა. ცურვა და სხვა წყლის ვარჯიშები ფსიქოლოგიურად სასარგებლო მარტოოდენ დემენციის მქონე ადამიანებისთვის როდია: ვარჯიში სხვათა განწყობასაც აუმჯობესებს.
9. ხელს უწყობს სტრესთან გამკლავებას
მკვლევრებმა ტაივანში მოცურავეთა ჯგუფი გამოკითხეს ცურვამდე და ცურვის შემდეგ. 101 გამოკითხულიდან 44-მა განაცხადა, რომ სტრესს გრძნობდა და მცირეოდენი დეპრესიაც ჰქონდა. ცურვის შემდეგ სტრესის მქონეთა რაოდენობა 8-მდე შემცირდა.
მართალია, ამ სფეროში კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო, მაგრამ მკლევრებმა დაასკვნეს, რომ პოტენციურად ცურვა სტრესის სწრაფად მოშორების ძალიან კარგი ხერხია.
10. უსაფრთხოა ფეხმძიმობისას
ცურვით ფეხმძიმე ქალებსა და მათ შვილებსაც შესანიშნავი შედეგის მიღება შეუძლიათ. ცხოველებზე ჩატარებულ ერთ-ერთ კვლევაში დედა ვირთხის ცურვამ მისი ნაშიერის ტვინის განვითარება შეცვალა. ცურვამ ასევე შეიძლება ბავშვი ისეთი ნევროლოგიური პრობლემისგან დაიცვას, როგორიცაა ჰიპოქსია-იშემია, თუმცა ამის დასადასტურებლად მეტი კვლევაა საჭირო. ბავშვისთვის პოტენციური დადებითი მხარეების ქონის გარდა, ცურვა ისეთი აქტივობაა, რომლით დაკავებაც ფეხმძიმობის სამივე ტრიმესრშია შესაძლებელი.
სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ქლორიან აუზში ცურვას ფეხმძიმეებში გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. მეტიც, იმ ფეხმძიმე ქალებს, რომლებიც ორსულობის ადრეულ და შუა ეტაპზე ცურავდნენ, ნაადრევი მშობიარობისა და თანდაყოლილი დეფექტების ნაკლები რისკი ჰქონდათ.
გახსოვდეთ, რომ ფეხმძიმობისას ცურვის ზოგადი უსაფრთხოების მიუხედავად, ზოგიერთ ქალს შეიძლება გართულებების გამო განსაზღვრულ აქტივობებზე შეზღუდვები ჰქონდეს. სანამ ფეხმძიმობისას რამე ახალ ვარჯიშს დაიწყებთ, თქვენს ექიმს გაესაუბრეთ, გართულებების შემთხვევაში კი უსაფრთხო აქტივობების შესახებ ჰკითხეთ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში Fitpass დაგეხმარებათ. მხოლოდ ერთი ბარათით თქვენ შეგიძლიათ, ერთდროულად სხვადასხვა სპორტული მიმდინარეობით დაკავდეთ და 100-ზე მეტი სპორტული დაწესებულების სერვისებით ისარგებლოთ. ფიტპასი საუკეთესო გზაა თანამშრომლების მოტივაციისთვის, ლოიალურობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან მარია ზახაროვა ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, კლუნების ფონდ მიმართოს, რომ ლონდონის სანქციებისგან დაიცვან
გადახედვა
-
იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ იოსებ სიგუა: ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ
გადახედვა
კომენტარები