აჭარა ჯგუფის აკადემია, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას განახორციელებს
აჭარა ჯგუფის აკადემია, კულინარიის სკოლის ფარგლებში, დამწყები მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამას იწყებს, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კულინარიის სკოლაში რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 17 აგვისტომდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები კულინარიული ხელოვნების მათთვის სასურველ მიმართულებას შეისწავლიან: დამწყები მზარეული ან დამწყები კონდიტერი. შემოსული აპლიკაციებიდან პროგრამისთვის 30 სტუდენტი შეირჩევა.
პროგრამის ხანგრძლივობა 7 თვეა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. თეორიულ ლექციებს ქართველი და უცხოელი შეფ-მზარეულები და დარგის სხვა სპეციალისტები წაიკითხავენ, რომლებმაც, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, პედაგოგიური კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გაიარეს.
თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, პროგრამის პრაქტიკული სწავლება თბილისში, ყაზბეგში და ბაკურიანში, აჭარა ჯგუფის სხვადასხვა ობიექტების რეალურ სამზარეულოში გაგრძელდება. როტაციის პრინციპით, პროგრამის მონაწილეები სამზარეულოს ყველა სექციაში მოხვდებიან, სადაც მათ ინდივიდუალურ მენტორობას აჭარა ჯგუფის მზარეულები გაუწევენ. რეგიონებში გადანაწილებისას სტუდენტები საცხოვრებლად განთავსდებიან სასტუმროებში - Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.
"აკადემია" აჭარა ჯგუფის საგანმანათლებლო მიმართულებაა, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და ამჟამად ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს - სწავლებისა და განვითარების ცენტრსა და კულინარიის სკოლას.
"ხარისხიანი განათლება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, აჭარა ჯგუფში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიით დაინტერესებული დამწყები პროფესიონალებისთვის კარიერული და პიროვნული წინსვლის შესაძლებლობების შექმნა დავისახეთ მიზნად. მოხარულები ვართ, რომ თიბისიც ჩაერთო ჩვენს საგანმანათლებლო პროექტში. ამ მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან წამოწყებას ვგეგმავთ ერთად", — განაცხადა ვალერი ჩეხერიამ, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.
"თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორის წამყვან კომპანიასთან - აჭარა ჯგუფთან თანამშრომლობა და ისეთ ეროვნულ პროექტში ჩართულობა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასა და ადამიანებისათვის შესაძლებლობის მიცემას - მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება მათთვის საინტერესო სფეროში - ამ შემთხვევაში კულინარიაში. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ თიბისი აღნიშნულ სექტორს არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება", — აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
აჭარა ჯგუფის აკადემიის კულინარიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: academy.adjaragroup.com
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები