კლუბები და ფესტივალები ჯარიმების ჩამოწერას და "გასართობი ბიზნესის" განმარტების შეცვლას მოითხოვენ
კლუბები, ბარები, ფესტივალები და მუსიკალური ღონისძიებების ორგანიზატორები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებისგან ჯარიმების ჩამოწერასა და "გასართობი ბიზნესის" განმარტების "კულტურული ღონისძიებით" შეცვლას მოითხოვენ.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ "სადამსჯელო ღონისძიებების" ნაცვლად თანამშრომლობა დაიწყოს და დაწესდეს რეგულაციები, რომლითაც ღონისძიებების ჩატარების საშუალება ექნებათ.
ერთობლივ განცხადებაში საუბარია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრი, მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს რეგულაციების შემსუბუქებაზე, დაჯარიმების საკითხსა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.
შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სწორედ შეხვედრიდან გამომდინარე დაიწყეს ღონისძიებების ორგანიზებაც.
"მალევე მთავრობის მეთაურმა დაავალა საბჭოს განეხილა რეგულაციები ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. რადგან შეხვედრის შემდეგ ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩავთვალეთ რომ სწორედ ის დადგენილება შედიოდა ძალაში, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. [...]
საბოლოო ჯამში კი გამოვიდა დადგენილება, რომელშიც არა თუ ის რეგულაციები არ იყო შესული, რისი განხილვაც აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა, მეტიც, ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებული იყო კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს", — ნათქვამია განცხადებაში.
ისინი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს არ აქვს გააზრებული სცენის კულტურული მნიშვნელობა და მსგავსი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის სცენას, რომელსაც პანდემიის გამო ისედაც რთული მდგომარეობა აქვს. მათივე თქმით, სწორედ ამ დადგენილების გამო 17-18 ივლისს თითქმის ყველა ღონისძიება ტარდებოდა, სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავდნენ:
"ივენთის ჩატარების ერთადერთი წინაპირობა სწორედ ამ შეხვედრებზე, ამ ბატონების მიერ მიცემული წახალისება იყო. თვითონვე წაგვახალისეს ამოქმედებისაკენ და შემდეგ წესების სრული დაცვის მიუხედავად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე თვითონვე დაგვაჯარიმეს".
კლუბების, ბარებისა და ფესტივალების წარმომადგენლები მიუთითებენ შერჩევით დამოკიდებულებაზეც და მაგალითად მოჰყავთ, კიკვიძის პარკში გამართული კონცერტი და დენდროლოგიური პარკის გახსნა.
ისინი მზად არიან შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს რეკომენდაციების საკუთარი ვერსია შესთავაზონ, რათა, ერთი მხრივ, საქმიანობის საშუალება ჰქონდეთ და მეორე მხრივ, სტუმრების უსაფრთხოება დაცული იყოს.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები