ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე, ჯგუფური ძალადობა არაქართულია — პრეზიდენტი შაქარაშვილის საქმეზე
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე ამბობს, რომ მან "ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის", ხოლო, ჯგუფური აგრესია "ძალიან არაქართულია". ამის შესახებ მან დღეს, 15 ივლისს ჟურნალისტებთან ისაუბრა:
"ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი, მე ეს ჯგუფური, აგრესიული, ძალადობა ადამიანებზე ძალიან მიუღებელია, ძალიან არაქართული. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო ვაჟკაცობა ვიცი მე, ესაა აღიარება. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობაა მონანიება. ჩვენ ასე უნდა გავზარდოთ ახალგაზრდები, არა ტყუილით, არა დამალვით და არა ჯგუფური ძალადობით".
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ თუკი გამოძიებაში ყველა არ ჩაერევა, საქმე მალე გაიხსნება:
"არ ვიცოდი რომ გამომძიებელი იყო საქართველოში. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გადავიქცე. სხვათა შორის პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს ბევრად უფრო კარგი იქნებოდა".
გიორგი შაქარაშვილის საქმე
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.
სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი, გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავე დასკვნის მიხედვით, გარდაცვალებამდე მას მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
-
ნადირობა გოლუმზე — ყველაფერი, რაც ბეჭდების მბრძანებლის ახალ ფილმზე ვიცით ნადირობა გოლუმზე — ყველაფერი, რაც ბეჭდების მბრძანებლის ახალ ფილმზე ვიცით
გადახედვა
-
ბენ აფლეკის AI კომპანიას Netflix $600 მილიონად ყიდულობს ბენ აფლეკის AI კომპანიას Netflix $600 მილიონად ყიდულობს
გადახედვა
-
OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი
გადახედვა
-
შესაძლოა, მზე ადრე სულ სხვაგან მდებარეობდა — რა კავშირშია ეს დედამიწურ სიცოცხლესთან შესაძლოა, მზე ადრე სულ სხვაგან მდებარეობდა — რა კავშირშია ეს დედამიწურ სიცოცხლესთან
გადახედვა
-
ისრაელიმა ირანის ბირთვული ობიექტი დაბომბა ისრაელიმა ირანის ბირთვული ობიექტი დაბომბა
გადახედვა
-
ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები ფეკალურმა გადანერგვამ თაგვებში ნაყოფიერება გაზარდა — კვლევის უჩვეულო შედეგები
გადახედვა
-
ვინ მიიღო ყველაზე მეტი ოსკარი — კინოაკადემიის ისტორიული რეკორდები ვინ მიიღო ყველაზე მეტი ოსკარი — კინოაკადემიის ისტორიული რეკორდები
გადახედვა
-
"ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა" — ფაშინიანი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე "ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა" — ფაშინიანი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
-
ირაკლი ქადაგიშვილი: რევოლუცია რატომ ვერ ხდება? იმიტომ, რომ რევოლუციისთვის არ სცალია ხალხს, საქმე აქვს ხალხს. უფრო მეტი საქმე გვინდა რომ ჰქონდ ირაკლი ქადაგიშვილი: რევოლუცია რატომ ვერ ხდება? იმიტომ, რომ რევოლუციისთვის არ სცალია ხალხს, საქმე აქვს ხალხს. უფრო მეტი საქმე გვინდა რომ ჰქონდ
გადახედვა
-
მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე მეცნიერებმა ამოხსნეს, როგორ ეშვებიან კატები ოთხ თათზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება
გადახედვა
-
NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი დედამიწაზე ჩამოვარდა
გადახედვა
-
ღამით პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს ღამით პარლამენტთან ერთ-ერთ კარავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან კარვები აიღეს
გადახედვა
-
ბილი აილიშის კინოდებიუტი? — პოპვარსკვლავი შეიძლება ზარხუფის ეკრანიზაციაში ვიხილოთ ბილი აილიშის კინოდებიუტი? — პოპვარსკვლავი შეიძლება ზარხუფის ეკრანიზაციაში ვიხილოთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა EU-სთან შალვა პაპუაშვილი: ფაშინიანი თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა EU-სთან
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელსაც დღეს მიიღებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა ქვიზი: გამოიცანი ცნობილი მხატვრის შედევრია თუ არა
-
ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას — გივი თარგამაძე სუს-ში მივიდა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას — გივი თარგამაძე სუს-ში მივიდა
გადახედვა
-
შსს: ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს შსს: ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს — მატერიალური ზიანი 10 000 ლარს შეადგენს
გადახედვა
-
დაურეკე ბუმერს — სოციალური ექსპერიმენტი სტუდენტებს და მოხუცთა თავშესაფარს შორის დაურეკე ბუმერს — სოციალური ექსპერიმენტი სტუდენტებს და მოხუცთა თავშესაფარს შორის
გადახედვა
კომენტარები