6 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია კანონის უზენაესობის მხრივ — გიორგი აბრამიშვილი
პროექტ ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა ევროკავშირის 6 აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოში: საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვას რესპუბლიკაში, ბელორუსში და უკრაინაში. 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორ სახელმწიფოებს შორის გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება.
"2020 წლის განახლებული შედეგები საზოგადოებისთვის ივნისის მეორე ნახევარში გახდა ხელმისაწვდომი. 6 ქვეყნის აგრეგირებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირთან დაკავშირებული აღქმები ურიგო არ არის.
6 ქვეყნის მოქალაქეთა 49% დადებითად აღიქვამს ევროკავშირს, 70% თვლის, რომ ევროკავშირსა და მათ ქვეყანას შორის ურთიერთობები კარგია, 57% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. ეს უკანასკნელი მაჩვენებელი საქართველოსთვის 71%-ს შეადგენს და მხოლოდ მოლდოვის რესპუბლიკის მოსახლეობის შეფასებას (82%) ჩამორჩება.
ევროკავშირს, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან შედარებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი (60%) ენდობა, სახასიათოა, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია და 69%-ს შეადგენს. აგრეთვე, კარგად არის შეფასებული ევროკავშირის როლი კორუფციასთან ბრძოლასა და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებაში.
გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საინტერესოა რამდენიმე მონაცემის შედარებითი ანალიზი კონკრეტული ქვეყნების მიხედვით. მაგალითისთვის, საქართველოში ყველაზე მაღალია ინფორმაციის წყაროდ მხოლოდ ტრადიციული მედია-საშუალებების გამოყენების მაჩვენებელი (35%) და ყველაზე დაბალია (52%) სოციალური მედიისა და ინტერნეტის მოხმარება.
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (მხოლოდ აზერბაიჯანს უფიქსირდება უფრო დაბალი მაჩვენებელი — 27%) ბოლო 3 თვის განმავლობაში ევროკავშირის შესახებ ინფორმირების მაჩვენებელი და იგი 2020 წელს 39%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვანი კლებაა 2017 წლის 65% თან შედარებით, თუმცა ამავდროულად ბოლო 3 თვის განმავლობაში ევროკავშირის შესახებ მიღებული ინფორმაცია საქართველოში პოზიტიური იყო 59%-სთვის და ამ მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ცალსახად ლიდერობს.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში ევროკავშირის შესახებ ნაკლებ ადამიანს ესმის, თუმცა ვინც ინფორმირებულია მეტწილად პოზიტიურად. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში მოსახლეობის 75% უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია ქვეყანაში და ამ მხრივ უარესი მაჩვენებელი მხოლოდ მოლდოვას აქვს (78%) დემოკრატიის სხვადასხვა ინდიკატორების შეფასებიდან საყურადღებოა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 38% ამბობს, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უზრუნველყოფილია . უარესი მაჩვენებლები აქვს მხოლოდ მოლდოვას (35%) და ბელორუსს (33%) .
6 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შეფასებით გამოირჩვა საქართველო გენდერულ თანასწორობის უზრუნველყოფითაც (51%) და ერთ- ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება აგრეთვეე კანონის უზენაესობის მხრივ (33%) და სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ (30%) .
ამ ბოლო ორი მაჩვენებლის მხრივ მოლდოვას და უკრაინის მოსახლეობა აფიქსირებს უარეს შეფასებებს. გიორგი აბრამიშვილის განცხადებით, საინტერესოა, რატომ ვერ აღწევს ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, ფინანსური მხარდაჭერა სასურველ მიზანს, მაშინ როდესაც 6 ქვეყანას შორის საქართველოში ყველაზე მაღალია ევროკავშირის კონკრეტული პროგრამების ცნობადობა (61%) და ერთ- ერთი ყველაზე მაღალი შეფასებით (65%) გამოირჩევა პროგრამების ხელშესახები აღქმული ეფექტი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ვერ აღწევს ხშირ შემთხვევაში ევროკავშირის, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, ფინანსური მხარდაჭერა სასურველ მიზანს, უფრო მეტიც, რატომ არის მიღებული შედეგები ხშირ შემთხვევაში გაცილებით უარესი, ვიდრე აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენ ქვეყნებში. მით უმეტეს, რომ ეს არასახარბიელო შედეგები ძირითად მიმართულებებზე ფიქსირდება, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებითი ველის საფუძველია და საქართველოს საზოგადოების, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილის განვითარების ქვაკუთხედი უნდა იყოს", — აცხადებს პოლიტიკური პარტია რეფორმერის წევრი, გიორგი აბრამიშვილი.
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
კომენტარები