როგორ აღვნიშნოთ გამოსაშვები საღამო ონლაინ
ამერიკის და ევროპის სკოლებში და ქართულ უნივერსიტეტებში გამოსაშვები საღამოების სეზონია. ამ სიტყვებზე ალბათ ყველას ფერადი მანტიები, "ქუდების აყრა" და დიპლომები გახსენდებათ. წელს მშობლები, მეგობრები, თანაკლასელები და თავად კურსდამთავრებულები კორონავირუსის პანდემიის გამო "წაგებულები არიან", რადგან ძირითადად ყველა ტრადიციული აღნიშვნა გაუქმდა.
ამერიკაში წელს საშუალო სკოლის დამთავრებას, დაახლოებით 3,7 მილიონი კურსდამთავრებული ელოდა — უნივერსიტეტის ხარისხის მინიჭების დღეს გამოჩენილი პოლიტიკოსის ან სახელგანთქმული პირის მიერ წარმოსათქმელ სიტყვას, სცენაზე გასვლას, უნივერსიტეტთან ფოტოს გადაღებას და საღამოს გართობას ვერაფერი შეცვლის.
ჩიკაგოს ოთხი სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ერთობლივი ძალისხმევით დაეგეგმათ ბოლო საერთო სასკოლო ღონისძიება ვირტუალურად, სახელწოდებით "ერთად დაშორებულნი".
ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენც ცდილობთ დაგეგმოთ დღე, რომლის აღნიშვნასაც აპირებთ, მიუხედავად იმისა, რას აპირებს თქვენი სკოლა თუ უნივერსიტეტი.
ჩაიცვით მანტია და დაიხურეთ ქუდი
კურსდამთავრებულები გეგმავენ ვიდეო ზარს, რათა ყველამ შეძლოს სისტემაში შესვლა და ერთმანეთის ნახვა. გამოსაშვები საღამოსთვის შესაფერისი ქუდისა და მანტიის ტარება, ამ საღამოს უფრო განსაკუთრებულს გახდის. ეს დაგეხმარებათ "ერთი ჩვეულებრივი სასკოლო ზუმის ზარი" გარდაქმნათ "გამოსაშვებ წვეულებად".
მიიქციეთ ხალხის ყურადღება ზარის დაწყებისთანავე
თუ გასართობ საღამოებზე ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, ზუმი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?!
ზარი, ხმამაღალი შეძახილები, გამორჩეული საცეკვაო მოძრაობები... თუ ჩართვისას ყველა აქტიურობს, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი კარგ დროს ატარებს და მხოლოდ სხვების ყურებით არ შემოიფარგლება.
მიატოვეთ, დაივიწყეთ ღილაკი "მუნჯი"
როგორც წესი, ვირტუალური ზარების დროს მონაწილეთა უმრავლესობა "გაჩუმების" ღილაკს იყენებს და მიკროფონს რთავს, რადგან ასე წამყვანის ხმა უკეთ ისმის. ამჯერად, თავი შეიკავეთ "მუნჯი" ღილაკის გამოყენებისაგან, ჩართეთ ხმა და ნება მიეცით ადამიანებს, ერთად ისაუბრონ და იცინონ, რადგან ეს ისეთი წვეულებაა, რომელშიც ის ადამიანები ერთვებიან, ვისთან ერთადაც ერთ ოთახში ყოფნას ისურვებდი.
ერთად გადაავლეთ თვალი თქვენს სასკოლო გამოცდილებას
სკოლის თუ უნივერსიტეტის დამთავრება ის დღეა, როცა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა შეაჯამოთ. ამ დღეს იმ ადამიანებთან ატარებთ, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში უამრავი მოგონება დააგროვეთ, ამ შთაბეჭდილებებს შეგიძლიათ თვალი ონლაინაც გადაავლოთ.
დაუსვით კურსდამთავრებულებს რამდენიმე შეკითხვა თავიანთ სასკოლო გამოცდილებაზე. აი, შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ:
- რომელია თქვენი საყვარელი მომენტები თქვენი სასკოლო/ საუნივერსიტეტო გამოცდილებიდან?
- ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაც გარკვეულწილად თქვენი გამოცდილება განსაზღვრეს?
- რომელია თქვენი სკოლის/უნივერსიტეტის დროინდელი საუკეთესო მოგონება?
- გყავთ, თუ არა გამორჩეული პედაგოგი ან ლექტორი, რომელსაც გსურთ რომ ახლა მიმართოთ?
- რომელი იყო თქვენი საყვარელი კლასი/კურსი?
- რომელი თქვენი საყვარელი ღონისძიება ან ექსკურსია?
- ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ სკოლიდან/ უნივერსიტეტიდან?
თუ ან დღეს თქვენ ხართ მეგობარი ან ოჯახის წევრი, რომელიც საყვარელი ადამიანის გამოსაშვებ საღამოს ზეიმობს, შეგიძლიათ:
- ისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გაიზარდა და განვითარდა ეს ადამიანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში;
- მოუყევით სხვებსაც ერთი ან ორი მომენტი, სადაც იგრძენით, რომ მისი ხასიათი ნამდვილად შესანიშნავი იყო;
- მოყევით კურსდამთავრებულის მიღწევებზე, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობთ.
ამ პერიოდის განსაკუთრებული ისტორიები და მომენტები დაწერეთ სტიკერებზე და შემდეგ კედელზე მიაწებეთ.
დაელოდეთ, რას გიმზადებთ მომავალი
დაეხმარეთ კურსდამთავრებულებს წარმოიდგინონ მომავალი, რომლისკენაც საწყის ნაბიჯებს დგამენ. კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დაუსვან ერთმანეთს კითხვები:
- რა ისწავლეთ ისეთი, რომელიც მომდევნო წლებშიც დაგეხმარებათ?
- რა არის ერთი ისეთი სარწმუნო რამ, რაც ისწავლეთ და გინდათ გაგვიზიაროთ?
- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- რას ელოდებით ახლა, როცა სწავლა უკვე დაამთავრეთ?
- აპირებთ სწავლის ისევ გაგრძელებას, თუ ფიქრობთ სხვა მიმართულებით წახვიდეთ?
- რას აპირებთ ზაფხულში?
შექმენით ადგილი დამწუხრებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ ეს წვეულება სამხიარულოა, არ გამოტოვოთ მწუხარე ნაწილები. თავს ნუ მოიკატუნებთ, თითქოს ეს რაღაც არ ხდება. გააკეთეთ რაიმე ისეთი, რაც ყველას აგრძნობინებს, რომ ისინი რიტუალის ნაწილი არიან. ეს შეიძლება იყოს ტაშის დაკვრა, სიმბოლურ ობიექტად ყოფნა ან სიმღერა. მოიფიქრეთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია და რითიც პატივს მიაგებთ ადამიანს, ხალხს ან მოვლენას, რომლის გახსენებაც გსურთ.
დაამთავრეთ უმაღლეს ნოტაზე
ჩააქრეთ შუშხუნები და ააგდეთ თქვენი ქუდი. შესაძლოა გინდათ რაიმე ლექსის წაკითხვა ან მნიშვნელოვანი სიმღერის შესრულება. ყველა ვინც, ვიდეო ზარის დროს მხიარულობს, შეძლებს დისტანციის დავიწყებას და მის გადალახვას, დროებით მაინც.
პ.ს. ონლაინ ჩართვის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ საკუთარ თავს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოთ და აღნიშვნაც იმ უახლოეს წრესთან ერთად გააგრძელოთ, ვისთანაც შეიძლება განათლება არა, მაგრამ სასიამოვნო მოგონებები ნამდვილად გაკავშირებთ.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები