კარანტინში ბავშვები მოიწამლნენ — სამი შვილის დედა თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვს
ვერა მურღულია სამ შვილთან — 8 წლის ტყუპებთან და 12 წლის გოგოსთან, ასევე, დედასთან და ძმასთან ერთად საფრანგეთიდან საქარველოში 4 ივლისს მანქანით ჩამოვიდა. იგი თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვს, რადგან კარანტინში ბავშვებისთვის შესაფერისი სივრცე არაა. ამასთან, ორი ბავშვი მოიწამლა და საავადმყოფოში გადაყვანა მოუწიათ.
ჩამოსვლამდე თვითმფრინავის ბილეთები ოთხჯერ იყიდეს, თუმცა ყველა ჯერზე რეისი გაუქმდა. ბოლოს, ფრენა პირველი ივლისისთვის ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა საქართველომ საზღვრების გახსნა აგვისტოსთვის გადადო. ოჯახს ამ დროს უკვე თავიანთი ინიციატივით ჰქონდა გაკეთებული PCR ტესტი, რომელიც უარყოფითი იყო.
საბოლოოდ, საქართველოში მანქანით წამოვიდნენ. ოთხი დღის განმავლობაში გზაში იყვნენ, თუმცა ჰქონდათ მოლოდინი, რომ უკვე გაკეთებული ტესტის გამო კარანტინში არ გაუშვებდნენ.
"უკვე ტესტი გაკეთებული გვქონდა, როცა AirFrance-მა ფრენის გაუქმების შესახებ შეგვატყობინა. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ თუკი ჩვენ წამოვიდოდით მანქანით და ტესტი გვექნებოდა, კარანტინში არ გადავეყვანეთ და თვითიზოლაციაში ვიქნებოდით", — ყვება მურღულია On.ge-სთან.
საქართველოში შემოსვლის შემდეგ, მანქანა ჩამოართვეს. საზღვარზე რიგში რამდენიმე საათი იდგნენ და საბოლოოდ ხალხით სავსე ავტობუსით კარანტინში გადაიყვანეს:
"ვთხოვეთ, რომ სასტუმრომდე მაინც მივსულიყავით ჩვენი მანქანით. უკვე მანქანაში ვიყავით, ოთხი დღე ვიმგზავრეთ. არაფრით არ დაგვრთეს ნება, საკუთარი მანქანით რომ გამოვყოლოდით ავტობუსს".
ვერა მურღულია თავის შვილებთან ერთად სასტუმროს მესამე სართულზე მოათავსეს, ხოლო მისი დედა და ძმა — მეთორმეტეზე და ერთმანეთის ნახვის საშუალება არ აქვთ.
"მე შემომთავაზეს, ერთ ოთხსაწოლიან ოთახს მოგცემთ ან ორს ერთმანეთში გამავალსო. მე გამავალი ავირჩიე, რადგან უფრო დიდი სივრცეა. ოთახს არ ვუჩივი, მაგრამ კონდიციონერს არ რთავენ, ალბათ, კორონავირუსის გამო და შუადღეს მზე რომ აჭერს, ძალიან ცხელა".
ბავშვებისთვის შეუფერებელი პირობების გამო, ვერა თვითიზოლაციაში გადაყვანას ითხოვს. მათ მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ტყუპები მოიწამლნენ. დილის ხუთი საათიდან ბავშვები ცუდად იყვნენ.
"მიმღებში დავრეკე, ბავშვები ავად არიან და რა ვქნა-მეთქი და კაი, ვნახავთ რამესო, ექიმს ვკითხავთო. გავიდა დრო, შუადღის საჭმელი მოგვიტანეს და კიდევ არაფერი იყო. კიდევ გადავრეკე, ბავშვები ძალიან ცუდად არიან-მეთქი, ცხელი მეჩვენებოდნენ, კუჭი ჰქონდათ აშლილი და აღებინებდნენ. ტილოც არ მქონდა ოთახში, რომ მომეწმინდა. მომცეს შემდეგ ექიმის მობილურის ნომერი. ექიმმა ტემპერატურა რამდენი აქვთო და არ ვიცი-მეთქი, ვინ მოგზაურობს თერმომეტრით. რას ჰქვია თერმომეტრი არ გაქვთ, ამოატანინეთო. ამოვატანინე თერმომეტრი, ბავშვს სიცხე ჰქონდა 37,7 გრადუსი. ექიმმა გამოაგზავნინა სასწრაფო და გადაგვიყვანეს ბათუმის ინფექციურში", — ამბობს მურღულია.
ვერა ტყუპებთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი 12 წლის შვილი კი ვერას დედასთან, მეთორმეტე სართულზე აიყვანეს. არადა, მანამდე მისი ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ.
საავადმყოფოში მისვლისთანავე ტესტირება ჩაუტარეს, რომელიც ისევ უარყოფითი იყო. ბავშვებს ორჯერ გაუკეთეს გადასხმა და იმ ღამით კლინიკაში დატოვეს. მეორე დღეს კი ისევ კარანტინში დააბრუნეს. რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი არ იცის, თუმცა აღნიშნავს, რომ სასტუმროს საჭმლისა და ბოთლის წყლის გარდა ისინი სხვა არაფერს ჭამენ.
მიუხედავად იმისა, რომ ორ ტესტზე აქვთ უარყოფითი პასუხი და არც თვითიზოლაციის პრობლემა შეექმნებათ, რადგან თბილისში მშობლებს სამი სახლი აქვთ, კვლავ კარანტინში ტოვებენ.
"პრობლემა იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მეილზეც და დარეკვაზეც სტანდარტულ პასუხს გვცემს, რასაც ყველას ეუბნებიან. არ ითვალისწინებენ არც იმ ფაქტს, რომ 3 ბავშვით ვარ და არც იმას, რომ კორონავირუსის ტესტები გაკეთებული გვაქვს, სხვებისგან განსხვავებით", — ამბობს მურღულია.
თვითიზოლაციაზე მოთხოვნა კარანტინში გადაყვანის შემდეგ გააკეთა, რადგან არ იცოდა, რომ მანამდე უნდა შეევსო.
"აქ ყველა მეუბნება, რომ თვითიზოლაციაში გადაყვანის მოთხოვნის განხილვას საშუალოდ ორი კვირა უნდებიან. ორ კვირაში ისედაც გავა ჩვენი კარანტინი. [...] არავინ ყურს არ იპარტყუნებს, რომ დააჩქარონ ჩვენი თვითიზოლაციაში გადაყვანა. საერთოდ რა ლოგიკას ექვემდებარება, არ ვიცი. ვის აწყობს, ვინ ერთობა ამ საქმით ან რატომ, არ ვიცი. ჩვენი აქ ყოფნა ბიუჯეტს გარკვეული თანხა ხომ უჯდება?!".
ვერა მურღულია უკმაყოფილოა კარანტინის პირობებითაც. როგორც ამბობს, სასტუმროში ინტერნეტი არ იჭერს, საკვებს კი ვერც თვითონ და ვერც ბავშვები ვერ ჭამენ. ვერც დასვრილ ტანსაცმელს რეცხავს.
"არც ცოცხი გვაქვს, არც ტილო. სამი ბავშვით ვარ, დავაგროვეთ დიდი მთა ჭუჭყიანი ტანსაცმლის. რა უნდა ვუყო, არ ვიცი. ისეთი პატარა ხელსაბანია, რომ ამაში რა უნდა გავრეცხო... ბავშვები იძახიან, ასე რომ გვცოდნოდა, ნეტავ დავრჩენილიყავით საფრანგეთშიო. და ყველაზე ცუდი ისაა, რომ სასტუმროს აივნიდან ვხედავთ აუზს, ზღვას, სადაც ბავშვები ბანაობენ და ჩემებს არ აქვთ გასვლის საშუალება. ფსიქოლოგიურად ვერ ხვდებიან, რატომ არ გვიშვებენ", — ამბობს იგი.
როგორც ჩანს, ბავშვებთან ერთად კარანტინში ყოფნის პრობლემა არაერთ მშობელს შეექმნა. თვითზიოლაციაში შვილთან ერთად გადასვლას მოითხოვს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი. იგი ამბობს, რომ კარანტინი ბავშვებისთვის შესაფერისი სივრცე არ არის და ვერც საჭირო კვებას იღებენ. არგანაშვილმა სასამართლოს უკვე მიმართა.
ბავშვების თვითიზოლაციაში მოთავსების კრიტერიუმები გაუგებარია ქალთა მოძრაობისთვის. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კარანტინში განთავსებამდე არ ხდება ბავშვებთან ან მათ მშობლებთან გასაუბრება და მათი საჭიროებების შეფასება, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ არის ორიენტირებული.
"ბევრ ბავშვს დახურულ და პატარა სივრცეში ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემები, რომელიც გამოხატულია დეპრესიული ფონით, შფოთვებით, გაღიზიანებადობით; ეს თავის მხრივ ამძიმებს მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც", — ნათქვამია 6 ივლისის განცხადებაში.
არასრულწლოვნების კარანტინში მოთავსებას ბრიფინგის დროს გამოეხმაურა პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი. როგორც მან განაცხადა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ოჯახები ადეკვატურ ფართებში განთავსდნენ.
ჩიქოვანის თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ ოპერაციულ შტაბს დაევალა, რომ არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით დამატებითი რეკომენდაციები შემუშავდეს. დეტალებზე მას არ უსაუბრია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები