კომუნიკაციების კომისია Facebook-ისადმი ღია წერილის ხელმომწერებს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია Facebook-ისადმი მიწერილი ღია წერილის გამო მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აკრიტიკებს; მიზეზი კი ის არის, რომ ამ მედია საშუალებებისა და NGO-ების ნაწილმა წლების წინ გაასაჩივრა კომისიის მოთხოვნა ფინანსურ გამჭვირვალობაზე. კომისია "ორმაგ სტანდარტად" აფასებს იმ ფაქტს, რომ ღია წერილის ხელმომწერები Facebook-ისგან სწორედ ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვენ.
კერძოდ, კომისია იხსენებს, რომ ხელმომწერთა ნაწილმა გაასაჩივრა მათი მოთხოვნა, აღესრულებინათ 2013 წელს მიღებული მაუწყებლის შესახებ კანონი. მათი განმარტებით, კანონის მიღების მიზანი იყო საზოგადოებას არაწინასაარჩევნო პერიოდშიც ჰქონოდა დეტალური ინფორმაცია მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. მათივე თქმით, 7 წლის შემდეგ, როცა სასამართლოს ორი ინსტანციის გადაწყვეტილება არსებობს, მედიის ნაწილი კვლავ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და გამჭვირვალობას.
"სამწუხაროა, რომ ქართული მედიისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილი ქვეყანაში ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას ცდილობს. კომუნიკაციების კომისია 7 წელია მაუწყებლობის შესახებ კანონის აღსრულებას და მაუწყებლების ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვს. ამ პროცესში კომუნიკაციების კომისიას მთავარ წინააღმდეგობას დღემდე სწორედ იმ ორგანიზაციების ნაწილი უწევს, რომელიც ფეისბუქის ადმინისტრაციას ფინანსური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს", — წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
29 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიის წარმომადგენლებმა Facebook-ს ღია წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გაითვალისწინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნოდ ხელმისაწვდომი გახადოს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკა. გარდა ამისა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მოუწოდეს სოციალური მედიის გიგანტის ხელმძღვანელებს, რომ გაძლიერდეს ძალისხმევა საარჩევნო პერიოდში არაავთენტური კოორდინირებული ქცევის გამოსავლენად. განცხადების ხელმომწერებს შორის, სხვა მედიებთან ერთად, არის On.ge-ც.
ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ფართომასშტაბიანი დისკრედიტაციის კამპანია ფეისბუქზე ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს შეინიშნებოდა, რისი მიზანიც ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენა და ნეგატიური კამპანიის ფონზე საარჩევნო პროცესის რადიკალიზაცია იყო. განცხადებაში აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის როლიც საქართველოში დეზინფორმაციის გავრცელებაში და ხაზგასმულია, რომ 30 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყანა აგრესიულ ქმედებებს ახორციელებს, რომელთა ნაწილში ჰიბრიდული ომი მოიაზრება.
"საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვე რჩება. ფეისბუქს აქვს შანსი მტკიცე ქმედებებით და საინფორმაციო გარემოს დაცვის გზით პასუხისმგებლიანი როლი შეასრულოს ამ არჩევნებზე. ამისთვის, მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის ფეისბუქის ხელთ არსებული მექანიზმები", — წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო;
- მედიის განვითარების ფონდი (MDF);
- მოძრაობა სირცხვილია;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ონლაინგამოცემა პუბლიკა — publika.ge;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;
- მწვანე ალტერნატივა;
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი;
- ტელეკომპანია ფორმულა;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ტაბულა;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC);
- საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP);
- საქართველოს გაეროს ასოციაცია;
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
- მთავარი არხი;
- კავშირი საფარი;
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;
- ევროპის ფონდი;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი;
- საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
- კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი — საქართველო;
- მედიასაშუალება ინდიგო;
- მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის;
- ცენტრი ემპათია;
- საზოგადოება და ბანკები;
- ლიბერალური აკადემია — თბილისი;
- ონლაინ გამოცემა On.ge;
- ტელეკომპანია პირველი;
- ტელეკომპანია კავკასია;
- სტუდია მონიტორი;
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ინტერნიუსი — საქართველო;
- თბილისი პრაიდი;
- საქართველოს მომავლის აკადემია;
- ფორსეტი;
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორნგის ცენტრი (EMC);
- OC-Media;
- IWPR საქართველო;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
კომენტარები