რა ხდება ჩვენს ტვინში როცა ვვარჯიშობთ და რატომ გვგვრის ის ბედნიერების შეგრძნებას
ფოტო: pixabay / pexels
ვარჯიში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის სამკურნალო საშუალებად ითვლება, დაწყებული დეპრესიიდან — დამთავრებული ალცჰაიმერის თუ პარკინსონის დაავადებამდე. ადამიანთა უმეტესობას ვარჯიშის სასარგებლო გავლენის შესახებ ზედაპირული ცოდნა აქვთ. მართალია, ყველამ ვიცით, რომ ბედნიერების შეგრძნება, რომელიც ვარჯიშის შემდეგ გვენიჭება, ენდორფინების გამოყოფას უკავშირდება, თუმცა ეს ინფორმაცია ჩვენს სხეულსა და გონებაში მიმდინარე პროცესის დასახასიათებლად მაინც მწირია.
რატომ ვხდებით უფრო ბედნიერი ვარჯიშის დროს?
მარტივია, დავინახოთ, თუ როგორ გვივითარდება ვარჯიშის შედეგად კუნთები და როგორ ვხდებით ფიზიკური სირთულეებისადმი მეტად ამტანები, თუმცა გონების გაჯანსაღებისა და ვარჯიშის ურთიერთკავშირი უფრო რთული შესამჩნევია.
როგორც აღმოჩნდა, ვარჯიშის დაწყებას გონება სტრესულ მომენტად აღიქვამს. როგორც კი გულისცემა იზრდება, ტვინი ფიქრობს, რომ ჩვენ ან მტერს ვებრძვით ან მისგან გავრბივართ. სტრესისგან თავდასაცავად ორგანიზმი გამოიმუშავებს პროტეინს, სახელად — თავის ტვინის ნეიროტროფული ფაქტორი, რომელსაც დამცველობითი და მეხსიერების ნეირონების აღმდგენი ფუნქცია აქვს. ის ერთგვარი "გადატვირთვის" ღილაკია ჩვენს ორგანიზმში. სწორედ ეს არის ვარჯიშის შემდეგ მოგვრილი სიმშვიდის და სიჯანსაღის მიზეზი.
ამავდროულად, თავის ტვინში სტრესთან ბძოლის კიდევ ერთი საშუალება — ენდორფინები გამომუშავდება, რაც, მკვლევართა თქმით, ვარჯიშისგან გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით ხდება, რათა ტკივილი დაბლოკოს და ერთგვარი ეიფორია მოგვანიჭოს.
თავის ტვინის ნეიროტროფულ ფაქტორს და ენდორფინებს საყურადღებო მხარეც აქვს: ისევე იწვევს დამოკიდებულებას, როგორც მორფი, ჰეროინი ან ნიკოტინი. განსხვავება ის არის, რომ თავის ტვინის მიერ გამომუშავებული ეს ფაქტორი და ჰორმონი ჩვენი ჯანმრთელობისთვის კარგია.
ვარჯიშის შედეგად მაქსიმალური ბედნიერების მიღწევის გზა — ნუ გადაიტვირთავთ თავს, უბრალოდ სწორად შეარჩიეთ დრო
ერთია, რატომ გვაბედნიერებს ვარჯიში, მეორე კი ის, თუ როგორ მივაღწიოთ ამას უფრო ოპტიმალურად ისე, რომ შეგრძნება ხანგრძლივი იყოს.
Penn State University-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის თანახმად, იმისათვის, რომ რომელიმე დღეს ბედნიერი იყო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად რეგულარულად ვარჯიშობ ზოგადად, მთავარია, ივარჯიშე თუ არა სწორედ ამ კონკრეტულ დღეს.
მარტივად, მათ, ვინც რეგულარულად ვარჯიშობდა, მეხსიერების ტესტზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, ვიდრე იმ ადამიანებმა, რომლებიც უმეტესწილად მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობს. თუმცა, პირველი ჯგუფის წარმომადგენელთა შედეგები ახლოსაც ვერ მივა იმათთან, რომელებიც კონკრეტულად ტესტის ჩატარების დღეს იყვნენ ფიზიკური აქტივობით დაკავებული.
ნიუ იორკ თაიმსის ცნობილმა ავტორმა, გრეტჩენ რეინოლდსმა ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი, სახელად პირველი 20 წუთი. ის აღწერს, რომ ბედნიერებისა და ჯანმრთელობისთვის პროფესიონალი სპორტსმენობა საჭირო არაა. პირიქით, მცირე ძალისხმევაც საკმარისია ყოველდღიური ბედნიერებისა და პროდუქტიულობის უმაღლესი მწვერვალის მისაღწევად.
"თუკი უმეტესწილად მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, ამოძრავების პირველი 20 წუთი ყველა იმ სარგებელს უზრუნველყოფს, რაც ჯანმრთელობაზე შეიძლება ვარჯიშს ჰქონდეს. სწორედ ამ პირველი ოცი წუთის დამსახურებით, თქვენი სიცოცხლე უფრო ხანგრძლივდება და ავადმყოფობების რისკი მცირდება", — ამბობს ის.
როგორ გამოვიმუშავოთ თანმიმდევრული ვარჯიშის ჩვევები?
ფოტო: Victor Freitas / Unsplash
ყველაფერი, რაც აქამდე წაიკითხეთ ნამდვილად სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ ვარჯიშის რეჟიმის ჩამოყალიბება, ან რომელიმე კონკრეტულ დღეს მისი დაწყება იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. წიგნის ჩვევის ძალა: რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ცხოვრებაში და საქმიანობაში ვაკეთებთ — ავტორის, ჩარლზ დიუიგის თანახმად, ვარჯიში "ქვაკუთხედი" ჩვევაა, რაც იმას ნიშნავს რომ ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ ბედნიერებისკენ მიმავალი გზა არ არის — ის ცხოვრების ყველა ასპექტთანაა კავშირში.
ვარჯიშის ჩვევა რომ გამოვიმუშავოთ, რამდენიმე ხრიკი შეგვიძლია გამოვიყენოთ:
- ძილის წინ სავარჯიშო ტანსაცმელი მაღვიძარაზე დააწყვეთ, ეს ხერხი მარტივად ჟღერს, მაგრამ საკმაოდ ეფექტურია, თუ წინა დღეს ჩვენს გარემოს ვარჯიშისთვის მომზადებულს დავტოვებთ, უფრო გაგვიადვილდება თავის დარწმუნება.
- აწარმოეთ ვარჯიშის დღიური. მთავარი მიზანია, გამოიმუშავოთ ჩვევა. ამის ერთ-ერთი გზაა, შეახსენოთ საკუთარ თავს ყველა ის კარგი შეგრძნება, რაც ვარჯიშს მოაქვს. ინტერნეტში დღიურის საწარმოებლად არაერთ აპლიკაციას შეხვდებით, რომელიც, ასევე, შეგახსენებთ, რა დროს უნდა ივარჯიშოთ და რა ხანგრძლივობით, საბოლოოდ კი იქამდეც მიხვალთ, რომ აპლიკაციის დახმარება აღარ დაგჭირდებათ.
- იფიქრეთ მინიმალურ საწყის დროზე და კიდევ უფრო შეამცირეთ ის. უცნაურად ჟღერს არა? სინამდვილეში, როდესაც ვარჯიშს იწყებთ, მთავარი ამოცანა ჩვევის გამომუშავება უნდა იყოს, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ფიზიკური დატვირთვის გაზრდაზეც იფიქროთ. ამიტომ, დაიწყეთ 5-10 წუთით, რაც ნაკლებად დამღლელია და სხეულსაც არ დაეზარება. ხოლო როდესაც მიხვდებით, რომ ვარჯიში თქვენი რეჟიმის ბუნებრივ ელემენტად იქცა, გააძლიერეთ დატვირთვა.
თუ სულ მცირე დროს გამონახავთ მსუბუქი ვარჯიშისთვის და ამას რუტინად აქცევთ, მალე თავს ბევრად უფრო მშვიდად, პროდუქტიულად და ბედნიერად იგრძნობთ.
და ბოლოს, კიდევ ერთი ფაქტი — ადამიანი ბედნიერების ყველაზე მაღალ წერტილს ვარჯიშის დასაწყისში აღწევს. ამ დროს ტვინის ნეიროტროფული ფაქტორის ზრდას განწყობის ამამაღლებელი ეფექტი აქვს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ეს ეფექტები ნარკოტიკების ზემოქმედებას შეიძლება შევადაროთ, ამიტომ როდესაც ვარჯიშს ვიწყებთ ეიფორია ყველაზე მაღალია.
"ენდორფინების გამოყოფა დამოკიდებულებას იწვევს და დროთა განმავლობაში, მეტი ვარჯიშია საჭირო ეიფორიის დონის შესანარჩუნებლად", — ამბობენ მეცნიერები.
აქედან გამომდინარე, თუ არასდროს გივარჯიშიათ, ან დიდი ხანია, შეწყვიტეთ ის, ბედნიერების უმაღლეს დონეს მაშინვე მიაღწევთ, როგორც კი ფიზიკურ აქტივობას დაიწყებთ.
-
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა. სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
კომენტარები