დაუყოვნებლივ აღადგინეთ კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან, დააკმაყოფილეთ მოთხოვნები — EMC ჯანდაცვის სამინისტროს
EMC ეხმიანება სოციალური აგენტების მიერ დაანონსებულ გაფიცვას და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, უარს ამბობს საკუთარი დასაქმებულებისთვის ბაზისური შრომითი პირობების შექმნაზე და ვერ უზრუნველყოფს მოლაპარაკებების სამართლიან და თანასწორ გარემოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, დააკმაყოფილოს სოციალური აგენტების სამართლიანი მოთხოვნები. ასევე:
- დაუყოვნებლივ აღადგინოს კომუნიკაცია სოციალურ აგენტებთან და, სოციალური აგენტების წარმომადგენლებისა და პროფკავშირების კოლექტიური დავის პროცესში უშუალო ჩართულობით, უზრუნველყონ მოლაპარაკებების გაგრძელება.
- გაიზიარონ სოციალური აგენტების მოთხოვნები დაბალი ხელფასის და სამართლებრივად მოუწესრიგებელი შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე და უზრუნველყონ სოციალური აგენტებისთვის ღირსეული შრომითი პირობების შექმნა.
"იმ ვითარებაში, როცა პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ასიათასობით ადამიანმა შემოსავალი დაკარგა, ხოლო მთავრობის ანტიკრიზისულმა სოციალურმა დახმარებებმა საზოგადოების მოწყვლადი და ღარიბი ჯგუფების ნაწილი მხარდაჭერის მიღმა დატოვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დაცვის სისტემის მოქნილი და გამართული ფუნქციონირება. სოციალურ აგენტებს საკვანძო ფუნქცია აკისრიათ სოციალურად დაუცველი ადამიანების იდენტიფიცირებასა და მათ დახმარებაში. სწორედ ამიტომ, სოციალური აგენტების გაფიცვა პოტენციურად კატასტროფული შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათი განმარტებით, გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საყურადღებოა სოციალური აგენტების სამუშაო ადგილების განსაკუთრებული მოწყვლადობა. მათი შრომითი ხელშეკრულებები, ყოველთვიურად, ერთი თვის ვადით იდება. აღნიშნული პრაქტიკა, ერთი მხრივ, სამუშაოს უკიდურესად დაუცველს და არასტაბილურს ხდის, ხოლო მეორე მხრივ, აშკარად არღვევს შრომის კოდექსის მოთხოვნებს.
"კანონის მიხედვით, თუ მიმდევრობით დადებული შრომითი ხელშეკრულებების ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, უნდა ჩაითვალოს, რომ დადებულია უვადო ხელშეკრულება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური აგენტების დიდი ნაწილის შრომის ხანგრძლივობა მიმდევრობით დადებული ყოველთვიური ხელშეკრულებებით 30 თვეს ბევრად აღემატება, მათზე კანონით განსაზღვრული უვადო ხელშეკრულების გარანტიები მაინც არ ვრცელდება. შრომის კოდექსის აღნიშნული მოწესრიგება, სწორედ დაცული შრომითი ურთიერთობის და მშრომელთა უფლებების რეალიზების საფუძველია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მისი მუდმივი უგულებელყოფა უკიდურესად საგანგაშო ფაქტს წარმოადგენს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოლიდარობის ქსელში გაერთიანებული სოციალური აგენტები დღეს, 29 ივნისს, 12 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ და გაფიცვისთვის მზადებას იწყებენ. სოციალური აგენტების პროფკავშირისა და სოლიდარობის ქსელის განცხადებით, ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენელებთან.
"უარის შემთხვევაში კი წერილობით ჩავაბარებთ განცხადებას გაფიცვისა და ჩვენი მოთხოვნების შესახებ, რის შემდეგაც ოფიციალურად ვიწყებთ გაფიცვას", — აცხადებენ ისინი.
სოციალურ აგენტებს სამინისტროსთან 10 მოთხოვნა აქვთ, რომელთა ნაწილი ისევ ხელფასებსა, ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ეხება, ნაწილი კი პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას.
- დაფიქსირდეს, რომ სამინისტროს მიერ შეთავზებული სატრანპორტო ხარჯი 200 ლარი არის ხელფასიდან დამოუკიდებლად გამოყოფილი, როგორც სატრანსპორტო ხარჯი სოციალური აგენტებისთვის, ასევე უფროსი სოციალური აგენტებისთვისაც;
- დაწესდეს სავალდებულო ფიქსირებული ხელფასი, რომელიც სულ მცირე ქვეყანაში დათვლილი 1 ადამიანის საარსებო მინიმუმის ექვივალენტია (200 ლარი ხელზე ასაღები). იგივე თანხა დაემატოს უფროსი სოციალური აგენტის ფიქსირებულ ხელფასს;
- დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულებები ყველასთვის, ვისაც ეკუთვნის შრომის კოდექსით უვადო ხელშეკრულება;
- ტრანსპორტით უზრუნველყონ რეგიონებში/ სოფლებში და შორეულ მანძილზე გადაადგილება;
- განისაზღვროს დასრულებული ერთეულის ღირებულების გაზრდა სოციალური აგენტისთვის სამუშაო ჯგუფთან ერთდ;
- არაორაზროვნად დაფიქსირდეს, რომ შვებულების, იძულებითი მოცდენის დროს (მათ შორის საგანგებო მგდომარეობა), წახალისება, პრემია და მე-13 ხელფასი განისაზღვრება 3 თვის საშუალო ჯამური ანაზღაურებიდან;
- პანდემიის პერიოდის (#დარჩისახლში კამპანია) ხელფასი გაანგარიშდეს ხელახლა 3 თვის საშუალო ჯამური ანაზღაურებიდან და დანაკლისი დაუყოვნებლივ დაირიცხოს;
- ვორქნეტის ან სხვა დამატებითი სამუშაოს შესრულება ყოველთვის იყოს ანაზღაურებადი;
- გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება;
- სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა უპირობოდ მიიღონ მხოლოდ სოცილური აგენტების პროკავშრის სოლიდარობის ქსელის წევრებმა და იურისტმა.
2019 წლის 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი გაიფიცა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. გაფიცვას წინ უძღვოდა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
2019 წლის 2 აპრილს სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ პრობლემური საკითხების ნაწილზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ტრანსპორტირებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, თუმცა ვერ შეთანხმდნენ ხელფასის მატებაზე.
-
-
-
-
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
კომენტარები