ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ფულის გათეთრების კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს — ომბუდსმენი
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის შესწავლის შედეგად, მასში ფულის გათეთრების ნიშნები ვერ აღმოაჩინეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამოსვლისას ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ ამ საქმის კვალიფიკაცია არასწორია. მანვე აღნიშნა, რომ ამ საქმეზე მოსამართლეს სასამართლო მეგობრის სტატუსით მიმართეს.
"ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე ძალიან დეტალურად შევისწავლეთ. ჩვენი მთავარი მიგნება ის, რომ წარდგენილი ბრალი, კვალიფიკაცია არ არის სწორი. საქმეში არ არის შემადგენელი კრიტერიუმები და გარემოებები, რაც შექმნიდა ფულის გათეთრების დანაშაულს. ფულის გათეთრება საერთაშორისო დანაშაულია და მას აქვს თავისი სტანდარტები და თავისი შემადგენელი ელემენტები. ვფიქრობთ, მათ მიმართ წარდგენილი ბრალი იმ სავალდებულო ელემენტებს არ აკმაყოფილებს, რაც საჭიროა იმისათვის რომ პირს წარედგინოს ბრალი ფულის გათეთრებაზე", — თქვა ნინო ლომჯარიამ კომიტეტის სხდომაზე.
14 მაისს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.
ექსპერტის დასკვნის თანახმად, არ არსებობს რაიმე ქმედება, რომელიც ფულის გათეთრების დანაშაულს დაადასტურებდა. მისივე თქმით, ბრალდებულთა ქმედებები, რომელსაც პროკურატურა ეყრდნობა, არ სცდება იმ ფაქტებს, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა ქონების უკანონო დაუფლებას უკავშირდებოდებოს.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის შესასწავლად საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ კონკურსი 2019 წლის ნოემბერში გამოაცხადა. როგორც TI-ში აცხადებენ, 2020 წლის იანვარში შეირჩა პოლინ დევიდი, პრაქტიკოსი ადვოკატი სიდნეიდან 30-წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
TI-ში აცხადებენ, რომ ექსპერტს ყველა მასალა ინგლისურ ენაზე მიაწოდეს და ის თებერვალში რამდენიმე დღით საქართველოშიც იყო ჩამოსული. ვიზიტის დროს ის საქმის დეტალების მცოდნე სხვადასხვა პირებსა და უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის ბრალდებულებს, პრაქტიკოს იურისტებს, და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პოლინ დევიდი ეროვნული ბანკის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ხოლო პროკურატურის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა მათ მიერ დაქირავებული უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა მიაწოდეს.
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები