მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ემზადება ლელო — მამუკა ხაზარაძე
"მე არ მინდა წარსულში დაბრუნება, მინდა მომავლისკენ ვიაროთ და სწორედ ამისთვის ამზადებს ლელო კანდიდატებს. თუმცა, იქნება თუ არა გიორგი მარგველაშვილი სიაში, ამას აუცილებლად გავასაჯაროვებთ" — ლელო საქართველოსთვის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინტერესების თანხვედრის გამო გიორგი მარგველაშვილთან მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს რიგით მეოთხე პრეზიდენტი, ლელოს ლიდერისთვის უცნობია. თუმცა, ღიად აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა მათ პოლიტიკურ ძალას ნდობა გამოუცხადა.
"პირადად მე შევხვდი და მოლაპარაკება მქონდა გიორგი მარგველაშვილთან და რა შედეგს მივიღებთ, ამას აუცილებლად გავასაჯაროებთ. ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია სიის რიგითობაზე საუბარი. მთავარი იმ ინტერესთა თანხვედრაა, რომელიც ლელოს ლიდერებსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს. ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყებას დააჩქარებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხოლო, ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანის ერთადერთ გზად მამუკა ხაზარაძე ლელოს წარმატების ფორმულას მიიჩნევს.
"ყველა ის გუნდი, რომელიც 29 წლის მანძილზე ნულიდან შევქმენით, დღესაც არსებობს და არცერთი არ დაშლილა. ეს არის ჩვენი წარმატების ფორმულა. მნიშვნელოვანია შექმნა სისტემა, შემდეგ აღმოფხვრა მისი ნაკლოვანებები და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ სისტემაში მოექცევა, ვერ ჩაიდენს მსგავს საქციელს, რასაც ადგილი აქვს და ჰქონია სხვადასხვა მთავრობის დროს", — განმარტა ხაზარაძემ.
ლელოს ლიდერმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს გაიარა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ხედვა ქართული ოცნების მმართველობიდან ჩამოშორებაზე ლელოს ხედვას ემთხვევა.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები