ამერიკული ლექსიკონი ტერმინ რასიზმის განმარტებას ცვლის
ფოტო: Tim Boyle/Getty Images
მას შემდეგ, რაც ამერიკულმა ლექსიკონმა Merriam-Webster ახალგაზრდა შავკანიანი ქალისგან ელექტრონული ფოსტით წერილი მიიღო, კომპანიამ გადაწყვიტა, ტერმინ რასიზმის განმარტებაში ცვლილება შეეტანა.
კენედი მიჩამი, რომელმაც აიოვაში დრეიკის უნივერსიტეტი სულ ცოტა ხნის წინ დაამთავრა, ლექსიკონის მესვეურებისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ განმარტება სისტემურ ჩაგვრაზე უნდა მიანიშნებდეს.
კენედი მიჩამის მოსაზრებას ლექსიკონის რედაქტორი დაეთანხმა და განმარტებაში ცვლილების შეტანა გადაწყვიტა.
ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როცა მინეაპოლისის შტატში აფროამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობის შემდეგ მთელ მსოფლიოში ანტირასისტული საპროტესტო გზავნილები ისმის. ფლოიდი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც თეთრკანიან პოლიციელს მისი კისერი მუხლის ქვეშ თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში ჰქონდა მოქცეული.
მიჩამის თქმით, მან აღმოაჩინა, რომ ადამიანები ლექსიკონში არსებულ განმარტებას იშველიებდნენ, რათა დაემტკიცებინათ, რომ მათი დამოკიდებულებები განსხვავებული კანის ფერის მქონე ადამიანების მიმართ რასისტული არ იყო. სწორედ ამის შემდეგ მიხვდა ის, რომ საჭირო იყო, სიტყვის განმარტებას ფართო საზოგადოებაში არსებული რასობრივი უთანასწორობა უფრო ზუსტად აესახა.
სიტყვა "რასიზმის" ამჟამინდელი განმარტება მერიემ-უებსტერის ლექსიკონში:
1. შეხედულება, რომ რასა არის ადამიანის თვისებების და შესაძლებლობების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს რასობრივი განსხვავებები კონკრეტულ რასას თანდაყოლილ უპირატესობას ანიჭებს.
2. ა) დოქტრინა ან პოლიტიკური პროგრამა, რომელიც ეფუძნება რასისტულ შეხედულებებს და მიზნად ისახავს მისი პრინციპების შესრულებას; ბ) პოლიტიკური ან სოციალური სისტემა, რომელიც რასიზმზეა დაფუძნებული.
3. რასობრივი მიკერძოება და დისკრიმინაცია.
BBC-სთან საუბარში მიჩამი ამბობს, რომ ამჟამინდელ განმარტებაში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ შენიშნა.
"სოციალურ ქსელში ხშირად ვსაუბრობდი რასიზმსა და იმაზე, რაც სკოლასა და კოლეჯში თავად გამოვცადე. იმაზე გაცილებით მეტ რასისტულ გამოვლინებას ვაწყდებოდი ხოლმე, ვიდრე ეს სხვებისთვის ცხადი იყო", — ამბობს იგი.
კენედი მიჩამი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ ანტირასისტულ საპროტესტო აქციაზე.
ფოტო: Christian Gooden/AP
მიჩამი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ იგი ცდებოდა, არგუმენტად ლექსიკონის განმარტებას იშველიებდნენ ხოლმე.
"ზოგიერთი ყალბი ანგარიშიდან მწერდა, შენ არ გესმის, რასიზმი რა არისო".
ადამიანები ლექსიკონიდან აღებულ განმარტებას უგზავნიდნენ და ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ რასიზმი მხოლოდ ის არის, როცა საკუთარ რასას სხვისაზე უპირატესად მიიჩნევ.
"ისინი მეუბნებოდნენ: "შენ სკოლაში [უნივერსიტეტში] ხარ და რისი თქმა გინდა? პრივილეგიებითაც ჩვეულებრივ სარგებლობ". მე კი ვპასუხობდი, რომ იმ ბარიერებს ვგულისხმობ, რომელთაც ჩემი კანის ფერისა და არსებული სისტემის გამო წავაწყდი".
28 მაისს მიჩამმა მერიემ-უებსტერის ლექსიკონს მისწერა წერილი, რომ რასიზმი არის "ორივე — სოციალურ და ინსტიტუციურ ძალაუფლებასთან შერწყმული მიკერძოება. ეს არის სისტემა, რომელიც უპირატესობას კანის ფერზე დაყრდნობით განსაზღვრავს".
მიჩამისდა გასაოცრად, მან პასუხი მომდევნო დღესვე მიიღო. რამდენიმე წერილის გაცვლის შემდეგ, მერიემ-უებსტერმა განაცხადა, რომ "პრობლემა მალევე უნდა მოგვარებულიყო" და განმარტება ჩასწორებულიყო.
ლექსიკონის რედაქციის მენეჯერმა, პიტერ სოკოლოვსკიმ, BBC-ის განუცხადა, რომ რასიზმის მეორე განმარტების ფორმულირება "უფრო ნათელი იქნება მომდევნო გამოცემაში".
"განმარტება შეიძლება უფრო განივრცოს და მასში ტერმინი "სისტემური" იყოს გამოყენებული. ამავდროულად კი მაგალითისთვის ერთი-ორი წინადადებაც დაერთოს თან", — თქვა მან.
როგორც მან დასძინა, ხალხი, რომელიც ახალ განმარტებაზე მუშაობს, თანამშრომლობს შავკანიანთა საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან, ჩასწორება კი აგვისტოში უნდა გაკეთდეს.
მიჩამი ამბობს, რომ მსგავსი საკითხები, როგორებიცაა განმარტებაში არსებული ხარვეზი, ძალიან მნიშვნელოვანია.
"ვფიქრობ, აუცილებელია, რომ ადამიანებს ამ ტერმინის განმარტება ერთნაირად ესმოდეთ", — განაცხადა მან.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
კომენტარები