პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საქართველო როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა დღეს უკვე ყველამ იცის. ამ თემაზე მან ქუთაისში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

"საქართველო ბოლო წლების განმავლობაში, ყველა ჩვენი ერთად ძალისხმევის შედეგად, ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, ასეა, ყველამ იცის უკვე საქართველო როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, დიდი ნაკადებია უკვე საქართველოს მიმართულებით", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რითაც მსოფლიოს საქართველო გავაცანით ამ ყველაფერს უნდა დაემატოს ის, რომ საქართველო ეფექტურად მართავს კორონავირუსის ინფექციას.