მუშაობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს Glovo და RC Cola ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა მსურველს შეუძლია შეუერთდეს ფეისბუქის ჯგუფს გახდი არსი გლოვერი და ამ ზაფხულს საქართველოს 5 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში, Glovo-ს პარტნიორ კურიერად დაიწყოს მუშაობა.

არ არის საჭირო მსურველი სკუტერის ან ავტომობილის მფლობელი იყოს - არსი კოლისა და გლოვოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში "გახდი არსი გლოვერი", არსი კოლა შერჩეულ კანდიდატებს ველოსიპედებს სრულიად უსაყიდლოდ გადასცემს. პროექტი კანდიდატებს სთავაზობს კონკურენტულ შემოსავალს, მოქნილ გრაფიკსა და რეალური მანძილის ანაზღაურებას.

პროგრამა გათვლილია საზაფხულო პერიოდზე და 18 დან 24 წლამდე ახალგაზრდებზე. საზაფხულო სამუშაოთი დაინტერესებულ პირები უნდა შემოუერთდნენ ჯგუფს „გახდი არსი გლოვერი“ და ავტვირთონ 1 წუთამდე ვიდეო ჰეშთეგით, #გლოვერობისRC. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

Glovo მსოფლიოს მასშტაბით 22-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. შერჩეულ კანდიდატებს პროექტის ფარგლებში ტრენინგებიც ჩაუტარდებათ. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • იყო სრულწლოვანი და გქონდეს სურვილი იმუშავო.

პროექტში მონაწილეობისთვის:

  • პირველ რიგში, უნდა დაემატო სპეციალურ Facebook ჯგუფში;
  • უნდა გადაიღო ვიდეო და მოყვე, თუ რატომ გინდა პარტნიორ კურიერად მუშაობის დაწყება და ატვირთო ვიდეო Facebook ჯგუფში.

ვიდეოების მიღების დასრულების შემდეგ, RC კოლსა და Glovo-ს წარმომადგენლები შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან. რეგისტრაციის დასრულების ბოლო ვადაა 20 ივნისი.