საქართველო დავიდა რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე — ფრონტერას ხელმძღვანელები გახარიას
კომპანია ფრონტერას დირექტორთა საბჭოს წევრმა და საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართეს, რომელშიც აცხადებენ, რომ საქართველო რუსული სტილის კლეპტოკრატიამდე დავიდა და შენიღბულია როგორც ამერიკული დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფალი ბაზრის გამზიარებელი. სტივ ნიკანდროსი და ზაზა მამულაიშვილი აცხადებენ, რომ ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს გარემო გაუარესდა და პრემიერს მიმართვენ კითხვით, რატომ ხდებოდა დაბრკოლებები მათ ამერიკულ კომპანიას, როცა რუსულ, ირანულ და აზერბაიჯანულ კომპანიებთან იგივე პრობლემები არ შექმნილა.
"რუსული ენერგოგიგანტი, Rosneft-ი შემოვიდა საქართველოში 2013 წელს და მას შემდეგ დაუსჯელად საქმიანობს მიუხედავად აშშ სანქციებისა და საქართველოს კანონის დარღვევისა. Rosneft-ს მიეცა უფლება სტრატეგიულად დაფუძნებულიყო ფოთის პორტში, ნავთობის ტრეიდინგისა და საწვავის დისტრიბუციის სტრუქტურებში. ამავე წელს ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ კი დაიწყო კონტრაქტის შეწყვეტის თვითნებური მცდელობა, რომელიც მოგვიანებით საარბიტრაჟო სასამართლომ უკანონოდ სცნო. რატომ?" — კითხულობენ მამულაიშვილი და ნიკანდროსი.
მათივე თქმით, ფრონტერა დაბრკოლებებს აწყდებოდა მაშინ, როცა ბუნებრივი გაზის იმპორტის ფავორიტული პირობები მიენიჭათ Gazprom-ს და SOCAR-ს დასაქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებას ირანის მთავრობასთან გაზის იმპორტთან დაკავშირებით.
"ამავე დროს კი ფრონტერას მცდელობა რომ აეთვისებინა გაზის საბადო აღმოსავლეთ
საქართველოში, რომელსაც შეეძლო უფრო იაფი და კონკურენტული გაზი მიეწოდებინა ქართველი მომხმარებლისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად აწყდებოდა კონტრაქტის გაუქმების, სახელმწიფო მედიის დეზინფორმაციას და ექსპროპრიაციას. რატომ?", — წერენ ისინი.
ნიკანდროსი და მამულაიშვილი გახარიას იმასაც ეკითხებიან, რატომ აკრიტიკებდნენ მათ, როცა სდუმდნენ იმ კომპანიებზე, რომელთანაც კონტრაქტები წყდებოდა:
"2016 წელს, ჩინურ CEFC გადაეცა 75% იანი საკონტროლო პაკეტი, ფოთის სტრატეგიულ თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. თქვენ პირადად ჩახვედით ჩინეთში რომ გეზეიმათ ხელშეკრულების ხელმოწერა. თუმცა, კომპანიამ ვეღარ განახორციელა $ 150 მილიონის საინვესტიციო ვალდებულება, რასაც არც ჯარიმა და არც საჯარო კრიტიკა არ მოჰყოლია. თქვენ კი საჯაროდ მოიხსენიეთ ფრონტერა როგორც "არაკეთილსინდისიერი კომპანია" და ეს მაშინ, როცა ფრონტერამ $500 მილიონზე მეტის ინვესტირება განახორციელა საქართველოში, მიუხედავად მხოლოდ $18 მილიონის ვალდებულებისა. თანაც ნავთობისა და გაზის ის მარაგი აღმოაჩინა, რაც საქართველოს გახდის ენერგოდამოუკიდებელს. რატომ?"
ნიკანდროსი და მამულაიშვილი აცხადებენ, რომ ისინი სახელმწიფოს მიერ მართული და რუსული მედიის ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე გახდნენ და "ყველა მხარე დაზარალდა თქვენი [გახარიას] მთავრობის მიერ განხორციელებული ძვირი და წარუმატებელი შეტევის შედეგად".
წერილის ბოლოს ავტორები კითხულობენ, თუ "რატომ მუშაობს და ხარჯავს ამდენ თანხას" მთავრობა, რომ შეწყვიტოს კონტრაქტი ყველაზე დიდ ინვესტორთან შეერთებული შტატებიდან, თუ მართლა სულს გრელვადიანი ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა.
ფრონტერას საქმე
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.
საარბიტრაჟო სასამართლოში სსიპ საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, სს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიას შორის დავა დასრულდა. სახელმწიფო ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ არბიტრაჟი მოიგეს და მათი მოთხოვნების უმეტესობა დააკმაყოფილეს, რასაც ფრონტერა უარყოფდა და მათ კომპანიის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებდა.
ასევე, სააგენტო და კორპორაცია აცხადებდნენ, რომ საარბიტრაჟომ ფრონტერას მხრიდან კონტრაქტის დარღვევა დაადგინა, რაც მათ ხელშეკრულების გაწყვეტის უფლებას აძლევდა. ფრონტერა ამასაც უარყოფდა.
ამის მიუხედავად, ნავთობისა და გაზის კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ფრონტერას აცნობეს და კონტრაქტი ავტომატურად ჩაითვლება შეწყვეტილად მასში განსაზღვრული ვადის ამოწურვისას (ამა წლის 27 ივლისს). ასევე, ისინი მოუწოდებდნენ ფრონტერას, შეესრულებინა საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, ქართული მხარისათვის მიკუთვნებული თანხების (დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი) გადახდის ჩათვლით.
ამ მოვლენების პარალელურად, ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა საქართველოში ამერიკული კომპანიებისა და ბიზნესის შევიწროების გამო სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრს, სტივენ მნუჩინს წერილით მიმართეს. წერილის ავტორები სენატორები ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, ასევე, კონგრესმენები ჯოდი არინგტონი და მარკვეინ მალინი იყვნენ.
კანონმდებლები აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში მუშაობაში ხელი შეეშალა კომპანია ფრონტერას და მას ფაქტობრივად გაძევებით ემუქრებიან. მათივე თქმით, იმავე პრობლემას წააწყდა Conti Group ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია.
ამასთან, სენატორები აცხადებდნენ, ქართული ბიზნესები და ფინანსური სისტემა, უკვე წლებია (2013 წლიდან), გვერდს უვლის ამერიკულ სანქციებს ირანთან დაკავშირებით.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები