"ოცნების" დეპუტატ დავით მათიკაშვილის ცოლი, ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ დანიშნეს
ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის ცოლი უვადო მოსამართლე გახდა. ნინო მამულაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უვადოდ დანიშნა.
მამულაშვილი სასამართლოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მანამდეც მუშაობდა, თუმცა მოსამართლე 2017 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი პარლამენტის წევრად აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, ვიდრე მოსამართლე გახდებოდა, მამულაშილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე. ჯანეზაშვილი მათიკაშვილის ცოლის დანიშვნას სასამართლოში "კლანს" უკავშირებს.
"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართაველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. კლანთან", — ამბობს ჯანეზაშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ეჭვებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
"სასამართლოს დამოუკიდებლობა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობით იწყება. თუ არ არის ინდივიდუალური მოსამართლე დამოუკიდებელი, კომპეტენტური და ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე, ის ვერასოდეს იქნება მთლიანად სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტი", — აღნიშნავს ჯანეზაშვილი.
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
კომენტარები