ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე გადაწყვეტილებას თავად იღებს და ის საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. ამ თემაზე მან კომენტარი TV პირველთან გააკეთა.

"მე როცა გადაწყვეტილებას მივიღებ აუცილებლად შევატყობინებ საზოგადოებას. გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი, როგორც კი იქნება მიღებული", — თქვა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის აზრით, შეუძლებელია ყოფილი პრემიერმინისტრი საქართველოში აქტიურ პოლიტიკაში არ იყოს ჩართული. მან არ დააკონკრეტა მომავალში ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნება, თუ არა.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ მერაბიშვილის რამდენიმე დღის წინ შეხვდა. ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, 21 მაისს კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, თინა ბოკუჩავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოზე მერაბიშვილის საკითხის განხილვა არ ყოფილა.