ლილი ვაჩოვსკიმ ილონ მასკსა და ივანკა ტრამპს მატრიცის ფრაზის გამოყენების გამო შეაგინა
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ცნობილი ფილმების სერიის The Matrix ერთ-ერთ შემქმნელს, ლილი ვაჩოვსკის სულაც არ გაუხარდა, რომ ილონ მასკმა და ივანკა ტრამპმა ფილმიდან ცნობილი ფრაზა გამოიყენეს.
ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 17 მაისს Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა ვარდის ემოჯით ფარული შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა ტვიტერზე: "მიიღე წითელი აბი".
როგორც ბევრმა კინომოყვარულმა კარგად იცის, ფრაზა "მიიღე წითელი აბი" ცნობილი რეფერენსია დები ვაჩოვსკების ბლოკბასტერიდან მატრიცა. ფილმში მთავარ გმირ ნეოს ორ არჩევანს სთავაზობენ: მიიღოს ლურჯი აბი, დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას და დაივიწყოს ყველაფერი, ან დალიოს წითელი აბი და გაიგოს ყველაფერი ყალბი რეალობის შესახებ.
Variety-ის ცნობით, ამ ფრაზამ ბოლო დროს ინტერნეტმომხმარებლებში სხვა მნიშვნელობა შეიძინა და ხშირად მას კონსერვატიული პოლიტიკური ღირებულების გამოსახატავად იყენებენ: სხვადასხვა ჯგუფები ამ ფრაზით მკვეთრად მემარჯვენე იდეებს, მაგალითად დონალდ ტრამპის მხარდაჭერას ან "კაცების უფლებების დამცველი" მოძრაობის იდეებს გამოხატავენ.
ილონ მასკის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის, რომელმაც მასკს ასე უპასუხა: "უკვე მიღებულია!"
ეს ყველაფერი კი შეუმჩნეველი არ დარჩენია თავად მატრიცის შემოქმედს, ლილი ვაჩოვსკის, რომელიც ამ ორი ცნობილი ადამიანის ინტერაქციას არც ისე კმაყოფილი გამოეხმაურა: "შეგე*ით ორივეს".
როგორც უკვე ვიცით, მალე კინოთეატრებში მატრიცას ახალ ნაწილს ვიხილავთ, თუმცა მის გადაღებაზე მხოლოდ ლანა ვაჩოვსკი მუშაობს, მისი და, ლილი ვაჩოვსკი ახალი ფილმის შექმნაში ჩართული არ არის.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები