არაკორექტულია, ელჩები მისგან დავალებებს არ იღებენ — თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძეზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
"უკაცრავად, მაგრამ ელჩები არჩილ თალაკვაძისგან დავალებებს არ იღებენ", — ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას. არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების სახელით ითხოვა, რომ საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებაში ჩართულმა ელჩებმა, შეთანხმების შინაარსი გაასაჯაროვონ.
"ეს ტონალობა საერთოდ ძალიან არაკორექტულია", — განაცხადა ბოკუჩავამ.
თალაკვაძემ ოპოზიციასა და მთავრობას შორის მოლაპარაკებებში მონაწილე ელჩებს ისიც სთხოვა, საჯაროდ დაადასტურონ, რომ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება ქართულ ოცნებას არ აუღია. სპეციალურ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია.
"შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი საარჩევნო სისტემის შესახებ შეთანხმების აღსრულების პროცესში", — განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართული ოცნება 8 მარტის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუ მათი აზრით, პოლიტიკური პატიმრების არ გათავისუფლდებიან. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ მათ გათავისუფლებაა მხოლოდ "უკანონო დავალების მიცემით" არის შესაძლებელი.
ამავე თემაზე:
- ბაქრაძე: ჩვენ გვინდა, ამ შეთანხმებას მივცეთ ხმა; მაგრამ ნახევარი შეთანხმება შეთანხმება არ არის
- თალაკვაძე: ვთხოვთ ელჩებს, დაადასტურონ, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აგვიღია
- პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია — თალაკვაძე
- მოლაპარაკებების დროს პატიმრების საკითხზე ოპოზიციამ 4-ჯერ მიიღო ხისტი პასუხი და არ გაუპროტესტებიათ — კობახიძე
8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.
-
მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ მოზარდებზე ინსტაგრამის საზიანო გავლენის გამო, Meta-სგან $1,4 ტრილიონს ითხოვენ
გადახედვა
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა პროკურორი: რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ სუს-ში მიდიოდა და თანხას გრიგოლ ლილუაშვილს გადასცემდა
გადახედვა
-
რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება რის გამო დააკავეს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე? — შსს-ს განმარტება
გადახედვა
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები