ხარაგაულში მდინარე ძირულა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. სტიქიის ამსახველი კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ადგილზე ერთ-ერთი ჩინური კომპანია მუშაობდა, რომლის ტექნიკაც ამ დროისთვის ადიდებულ მდინარეში დგას.

მთავარ არხთან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ამბობს, რომ სტიქიის გამო კომპანიის კუთვნილი ტექნიკა არ დაზიანებულა. მისი განცხადებით, წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სახნავ-სათეს მიწებს არ შეხებია.

"ჭარბი ნალექის გამო ერთ-ერთი სავარგული ჰქონდა ერთ გლეხს და ის დატბორა. ჩინურ კომპანიას მივმართეთ, დაასუფთავა კალაპოტი და დაიწია წყალმა, ასე, რომ საცხოვრებელ ტერიტორიებს არ შეხებია, ეს წყალი. დაზარალებულ გლეხს ჩინური კომპანიის წარმომადგენელი ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა", — თქვა ნიკოლოზ თოფურიძემ.

ჩინური კომპანია ადგილზე თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაობს ახორციელეს.